დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, October 11, 2013

ფ1-ის პილოტი მარია დე ვილოტა სასტუმროში გარდაცვლილი იპოვნეს

Formula 1 Test Driver Maria de Villota Found Dead in Hotel Room
11 ოქტომბერი
მას შანსი ჰქონდა, ფ1-ის რბოლებში მიეღო მონწილეობა, რომ არა შარშან, ტესტების დროს მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც, მძიმე ტრავმა მიიღო და მარჯვენა თვალი დაკარგა. სამწუხაროდ, ესპანელი მრბოლი, სევილიის პოლიციამ, ადგილობრივ სასტუმროშ გარდაცვლილი იპოვნა. პოლიციის წინასწარი ვარაუდით, გარდაცვალება ბუნებრივმა მიზეზმა გამოიწვია. თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული ჯერ არ არის.
ცნბისათვის, ბოლო ქალი მრბოლი, რომელმაც ფ1-ის რბოლაში მონაწილეობა მიიღო, მარია გრაცია „ლელა“ ლომბარდია, რომელმაც სულ 17 რბოლაში მიიღო მონაწილეობა, ბოლოს კი სტარტზე 1976 წელს (ავსტრიის დიდ პრიზზე) დადგა. დე ვილოტა 33 წლის იყო და რომ არა დაქსფორდის აეროდრომზე, ტესტების დროს მომხდარი მძიმე ინციდენტი, მას შანსი ჰქონდა, „მარუსიას“ ავტომობილით, თავისუფალ პრაქტიკებზე ეასპარეზა.
„მარუსიას“ სარეზერვო პილოტობამდე, დე ვილოტას, ვინც ფ1-ის ყოფილ პილოტ ემილიო დე ვილოტას შვილია, ესპანეთის ფ3-სა და დეიტონას 24-საათიან რბოლებში აქვს მონაწილეობა მიღებული. ფ1-ში პირველი ტესტი „რენოს“ (ახლანდელი ლოტუსის) ბოლიდით გაიარა და გუნდის შეფი ერიკ ბუიე აღტაცებული დატოვა.
თავისი საბედისწერო ინციდენტის შემდეგ, დე ვილოტას ავტოსპორტში აქტიურობა არ შეუწყვეტია. ამჯერად ის პროპაგანდას უწევდა რბოლებში ქალთა მონაწილეობას. ახლახანს მან ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა და სწორედ მისი პრეზენტაცია ჰქონდა დაგეგმილი სევილიაში. პრეზენტაცია ზუსტად ამ დილას უნდა გამართულიყო...

No comments:

Post a Comment