Range Rover Sport to Cross Arabian Desert’s
"Empty Quarter" as Fast as Possible
30 ოქტომბერი
„ლენდ როვერი“ თავის სიამაყეს, „რეინჯ როვერ სპორტს“
ახალი რეკორდისთვის ამზადებს - უგზოობის სპორტულმა ლიმუზინმა რეკორდულად მოკლე
დროში უნდა გადაკვეთოს არაბეთის უდაბნო სახელად რუბ ალ-ჰალი, რაც არაბულად „ცარიელ
მეოთხედს“ ნიშნავს. ეს ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კლიმატური პირობებით
გამორჩეული ადგილია, სადაც დიუნების სიმაღლე 259 მეტრსაც კი აღწევს, ტემპერატურა
კი იშვიათად ჩამოდის 50 გრადუსზე დაბლა.
გარბენი საუდის არაბეთში, ვადი ად დავასირში აიღებს
სტარტს, გაივლის საუდის არაბეთს, ომანს, იემენს და არაბეთის გაერთიანებული
საემიროების საზღვართან დასრულდება. სულ 1000 კილომეტრზე მეტი იქნება გასავლელი,
რაც საფრანგეთის სიგრძეზე მეტია. გარბენის მიზანს, „ცარიელი მეოთხედის“ სერიული
ავტომობილით უმოკლეს დროში გავლაა. „რეინჯ როვერ სპორტის“ საჭესთან რალი მარათონების
ესპანელი სპეციალისტი, 47 წლის მოი ტორალარდონა დაჯდება, ვისაც დაკარის რბოლის
აბსოლუტურ ჩათვლაში მეექვსე ადგილი აქვს დაკავებული.
ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა გაიაროს სერიულმა
ავტომობილმა ურთულესი უდაბნო, სადაც გავლა სპეციალურ სარბოლ ავტომობილებსაც კი უჭირს.
თუმცა, „ლენდ როვერი“ დარწმუნებულია, რომ დასახულ მიზანს მიაღწევს, რის
საფუძველსაც, „რეინჯ როვერ სპორტი“ აძლევს, რომელსაც კონვეიერზე დადგომამდე, სწორედ
არაბეთის უდაბნოში აქვს უმძიმესი ტესტები გავლილი. ამის მიუხედავად, ისიც ფაქტია,
რომ ეს ავტომობილი უფრო კომფორტული მგზავრობისთვისაა განკუთვნილი და არა უდაბნოში ექსტრემალური
მართვისთვის.
შეგახსენებთ, რომ „რეინჯ როვერ სპორტმა“ წელს უკვე
მოასწრო ერთი რეკორდის დამყარება. ლეგენდარული პაიკს პიკის აღმართი, რომლის
სიგრძეც 20 კილომეტრს შეადგენს და რომელსაც 156 მოსახვევი აქვს, 12 წუთსა და 35.61
წამში გაიარა.
„რეინჯ როვერ სპორტი“, რომელიც „ცარიელი მეოთხედის“
დალაშქვრას აპირებს, 5 ნოემბერს დუბაის მოტორ შოუზეც წარსდგება.
No comments:
Post a Comment