Larger Suzuki Swift Coming in 2017
30 ოქტომბერი
„სუზუკი სვიფტს“ მხოლოდ 13 წლის ისტორია აქვს და
სულ შვიდი წელია, რაც ინდოეთში იყიდება, თუმცა მსოფლიოს მეორე ყველაზე ხალხმრავალი
ქვეყნის ბაზარზე ყველაზე პოპულარული, B-სეგმენტის გამორჩეული მოთამაშეა. და
გასაკვირი სულაც არაა, რომ იაპონური კომპანია მეოთხე თაობის „სვიფტს“ პირველად
სწორედ ინდოეთში წარადგენს. ეს 2017 წელს მოხდება.
მესამე თაობის „სვიფტს“, რომელიც ბაზარზე 2010 წლიდანაა,
პირველი განახლება ახლახანს ჩაუტარდა, რის შემდეგაც, ახალი ბორბლებით, კრუიზ
კონტროლით, დისტანციური გასაღებით და სხვა მსგავსი ელემენტებით აღიჭურვა. სანამ
შეიცვლებოდეს, მას კოსმეტიკური ხელის შევლება ერთხელაც „ეკუთვნის“. თუმცა, ასეთი
განახლების დროს ცვლილებები მინიმალურია და ავტომობილის ძირითად პარამეტრებს არ
ეხება. მაგალითად, არ იცვლება გაბარიტები.
სამაგიეროდ, ახალი „სვიფტი“ წინამორბედზე საგრძნობლად
დიდი იქნება. ეს მისი სეგმენტის ავტომობილების ტრენდია. მითუმეტეს, „სვიფტი“
გლობალური ავტომობილია და მარტო ინდოელი მომხმარებლის გემოვნების და მოთხოვნების დაკმაყოფილება
არ „ევალება“. ახალი ავტომობილი, საკუთრივ „სუზუკის“ მიერ შემუშავებული დიზელის ძრავების
გამას მიიღებს, რომელშიც არ შევა „ფიატის“ 1.3-ლიტრიანი მულტიჯეტი. შეგახსენებთ,
ეს ის ძრავია, რომელმაც „სუზუკისა“ და „ფოლკსვაგენს“ შორის პარტნიორულ
ურთიერთობაში შავი კატის როლი შეასრულა.
„სვიფტთან“ ერთად, ბაზარზე ახალი თაობის „რიციც“
გამოვა, რომელსაც ევროპაში „სპლეშის“ სახელით იცნობენ. ოღონდ, ბაზარზე ის „სვიფტზე“
ორი წლით ადრე, ასევე ინდოეთში გამოვა.
No comments:
Post a Comment