Austrian Grand Prix set to return to F1 calendar
in 2014
23 ივლისი
შპილბერგის სარბოლო ტრეკის მფლობელმა, ენერგეტიკული
სასმელების მწარმოებელმა ავსტრიულმა კომპანია „რედ ბულმა“ გამოაცხადა, რომ ბერნი ეკლსტოუნთან
უმიაღწია შეთანხმებას, რომლის შესაბამისადაც, ფორმულა ერთის მომავალი სეზონის კალენდარში
ავსტრიული დიდი პრიზი დაბრუნდება. უფრო მეტიც, რბოლის ჩატარების თარიღად 6 ივლისი
განისაზღვრა.
„დიტრიხ მატეშიცმა (რედ ბულის მფლობელმა) და ბერნი ეკლსტოუნმა
მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც მომავალ სეზონში ფორმულა 1-ს შტირიაში დააბრუნებს“,
- ნათქვამია ავსტრიულ პრესაში ამ დილით გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისათვის, ავსტრიაში ფ1-ის რბოლა ბოლოს 2003 წელს
ჩატარდა. მაშინ ტრეკს A1 რინგი ერქვა. კალენდრიდან ამოვარდნის მიზეზი ის გარემოება
გახდა, რომ ძველმა მფლობელებმა ტრეკის მოდერნიზაცია უსახსრობის გამო ვერ შეძლეს. „რედ
ბულმა“ ის ორი წლის წინ შეიძინა და მოდერნიზაციის შემდეგ, თავისი სახელი უწოდა.
მას შემდეგ, მატეშიცი ავსტრიული ეტაპის ფ1-ის
კალენდარში დაბრუნებას ცდილობს, მაგრამ შპილბერგის მახლობლად ტურისტული
ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო, ბერნის დათანხმებას ვერ ახერხებდა.
ავსტრიას სერიოზული შანსი ჰქონდა, რომ მიმდინარე სეზონში, ნიუ ჯერსის ადგილი
დაეკავებინა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.
ნებისმიერ
შემთხვევაში, კალენდარში ავსტრიისთვის ადგილის მოსაპოვებლად, მხოლოდ ეკლსტოუნის
თანხმობა საკმარისი არაა. ავსტრიული დიდი პრიზის ბედს FIA-ს
მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭო გადაწყვეტს, რომელიც მომავალი სეზონის კალენდარს
მოგვიანებით დაამტკიცებს.
No comments:
Post a Comment