Bentley Officially Green Lights SUV, Sales Begin
in 2016
23 ივლისი
ბოლოს და ბოლოს, „ბენტლიმ“უგზოობის ავტომობილის
გამოშვება გადაწყვიტა. უფრო სწორედ, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფმა, რომელიც მაქსიმალურად
ცდილობს მისი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ყველანაირი კომპანიის პოტენციალის გამოყენებას.
მნიშვნელობა არ აქვს, ეს კომპანიები მასობრივი მწარმოებლები არიან, თუ სუპერ
ავტომობილებზე სპეციალიზებული.
„ბენტლიმ“უგზოობის კონცეპტუალური ავტომობილი EXP 9
F ჟენევის შარშანდელ მოტორ შოუზე გვიჩვენა, მაგრამ ამ ავტომობილმა იმდენად ცუდი
გამოხმაურება მიიღო, რომ ბრიტანულმა კომპანიამ ის შოუს დასრულებამდევე მოხსნა გამოფენიდან
და გამოაცხადა, რომ საფუძვლიან მოდიფიკაციას ჩაუტარებდა. გავიდა ცოტა ხანი და „ბენტლიმ“
ამ მანქანის გადაკეთებაც უარყო და გვამცნო, თუ მისი წარმოება გადაწყდა, თითქმის
იმავე სახით გამოვუშვებთ, როგორიც ჟენევაში გიჩვენეთო.
და აი, ახლახანს გადაწყდა, რომ „ბენტლის“ უგზოობის
ავტომობილი ბაზარზე 2016 წელს გამოვა. თურმე ნუ იტყვით და, ბრიტანულ კომპანიას ამ
ავტომობილზე უკვე 2000 წინასწარი შეკვეთაც კი მიუღია. საწყის ეტაპზე განიხილებოდა
მისი წარმოების ადგილი. იყო ორი ვარიანტი - ქრიუ (ბრიტანეთი) და ბრატისლავა
(სლოვაკეთი), სადაც „ფოლკსვაგენი“ „ტუარეგს“, „აუდი“ Q7-ს,
„პორშე კი „კაიენს“ აწარმოებს. რა თქმა უნდა, „ბენტლის“ საკუთარი (ქრიუს) ქარხანა ერჩივნა
და არჩევანიც სწორედ მასზე შეჩერდა.
იმავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ
კონცეპტუალური EXP 9 F-ს სტილი დაიხვეწება. ის ნკლებად ბრუტალურ ფორმებში შესრულდება.
ავტომობილს „ფოლკსვაგენის“ ახალ მოდულურ პლატფორმაზე ააგებენ, რომელსაც ასევე ახალ
„პორშე კაიენსა“ და „ლამბორგინი ურუსზე“ გამოიყენებენ. მათ საერთო სხვაც ბევრი (თვალისგან
დაფარული) რამ ექნება.
ახალი ავტომობილის წარმოების ასათვისებლად, ქრიუს
ქარხანას მოდიფიკაცია ჩაუტარდება, რაზეც 800 მილიონი გირვანქა სტერლინგი
დაიხარჯება. ქარხნის პერსონალი კი 1000 თანამშრომლით გაიზრდება. უგზოობის
ავტომობილი მეოთხე მოდელი იქნება „ბენტლის“ საწარმოო პროგრამაში და მნიშვნელოვნად
გაზრდის მის გაყიდვებს.
No comments:
Post a Comment