Next Mitsubishi Evo Could Be a 500 BHP Hybrid
23 ივლისი
თანაც, მისი პლაგ-ინ ჰიბრიდული დანადგარის
სიმძლავრე, მინიმუმ 500 ცხენის ძალა უნდა იყოს. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული
ბრიტანული გამოცემა „ავტოქარი“ ავრცელებს და დასძენს, რომ ამ ავტომობილით „მიცუბიში“
კონკურენციას „ნისანის“ პოპულარულ ხელმისაწვდომ სუპერქარ GT-R-ს გაუწევს.
ეს იქნება მე-11 თაობის „ევო“ და მასზე „მიცუბიში“
იმავე ტექნოლოგიას გამოიყენებს, რომელიც ახლახანს „MiEV ევოლუშნ II-ზე“ გამოსცადა,
რომლითაც პაიკს პიკის რბოლაზე იასპარეზა. იმავე გამოცემის ინფორმაციით, ახალი „ევო“
კონცეპტუალური „მიცუბიში კონცეპტ RA-ს“ შთაგონებით შეიქმნება. ეს ავტომობილი
იაპონურმა კომპანიამ დეტროიტის 2008 წლის მოტორ შოუზე გვიჩვენა.
„ავტოქარის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე, „მიცუბიში“ მოდერნიზებულ
პლაგ-ინ ჰიბრიდული ელექტრომობილის ტექნოლოგიაზე მუშაობს, რომელსაც პირველ რიგში, „ლანსერსა“
და „აუტლანდერზე“ გამოსცდის. მათზე დადებითი გამოხმაურებების შემთხვევაში, ამავე
სისტემას შემდგომში „ევოზეც“ გამოიყენებს.
უკვე ცნობილია პლაგ-ინ ჰიბრიდული „ლანსერის“ ზოგიერთი
მონაცემი. მაგალითად, ის ორი ელექტროძრავით (თითოეულის სიმძლავრე 80 ცხენის ძალას
მიაღწევს) და ბენზინის 2.0-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვება. ასეთი ავტომობილის ხარჯი
100 კილომეტრზე მხოლოდ 1.8 ლიტრი იქნება.
No comments:
Post a Comment