Radical to Premiere RXC Coupe with 380HP Mustang
V6 at the Salon Privé
25 ივნისი
სარბოლი ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა
კომპანია „რადიკალმა“ მოამზადა ახალი ავტომობილი „RXC კუპე“, რომელიც საერთო
სარგებლობის გზებისთვისაა განკუთვნილი. ეს არის კომპანიის ისტორიაში პირველი
დახურული ავტომობილი, რომელიც ლე მანის პროტოტიპების კლასის ტექნოლოგიების გამოყენებითაა
შექმნილი. ბრიტანული კომპანია ირწმუნება, რომ RXC წარმოუდგენლად დინამიური
მანქანაა და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ადვილად შესანახია.
RXC აღჭურვილია 3.7-ლიტრიანი V6 ძრავით, რომელთანაც
7-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფია შექმნილი. ეს კოლოფი სპეციალურად, ამ
ავტომობილისთვის შეიმუშავეს. ძრავი 380 ცხენის ძალას (6750 ბრ/წთ-ზე) და 434 ნიუტონმეტრს
(4250 ბრ/წთ-ზე) ავითარებს. შესაძლოა სიმძლავრე შთაბეჭდლებას ვერ ახდენს, მაგრამ
სამაგიეროდ, RXC მხოლოდ 900 კილოგრამს იწონის, რისი წყალობითაც, სიმძლავრისა და
წონის ფარდობა შთამბეჭდავ მაჩვენებელს - ტონაზე 422 ცხენის ძალას აღწევს. ამის შედეგია
ის, რომ ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 2.8 წამში (!) შეუძლია, მისი
მაქსიმალური სიჩქარე კი 281 კმ/სთ-ია.
V6 ძრავი „ფორდ მუსტანგისგანაა“ აღებული. მას აქვს წყვილი, დამოუკიდებლად ცვალებადი ფაზების მქონე გამანაწილებელი ლილვი და სეკვენტალური, მრავალწერტილოვანი შეფრქვევის სისტემა, რომელსაც ელექტრონიკა ამუშავებს. ძრავს „რადიკალის“ მიერ შემუშავებული ელექტრონული სისტემა მართავს, რომელსაც ასევე როდსტერ SR3 SL-ზე იყენებენ.
V6 ძრავი „ფორდ მუსტანგისგანაა“ აღებული. მას აქვს წყვილი, დამოუკიდებლად ცვალებადი ფაზების მქონე გამანაწილებელი ლილვი და სეკვენტალური, მრავალწერტილოვანი შეფრქვევის სისტემა, რომელსაც ელექტრონიკა ამუშავებს. ძრავს „რადიკალის“ მიერ შემუშავებული ელექტრონული სისტემა მართავს, რომელსაც ასევე როდსტერ SR3 SL-ზე იყენებენ.
ავტომობილის ძარა აეროდინამიკურ მილშია
დამუშავებული. კომპანიის განცხადებით, აეროდინამიკური თვალსაზრისით, ეს არის
ყველაზე სრულყოფილი ძარა, რომლებიც კი მას ოდესმე შეუქმნია. ძარა კარბონის ბოჭკოს
კომპოზიტისგანაა დამზადებული. ავტომობილს აქვს ორი, ეგრეთ წოდებული თოლიას ფრთის ტიპის
კარი. რაც შეეხება შასის, მისი მზიდი ნაწილი, ფოლადის მილებისგან, ლაზერული
შედუღებით დამზადებული სივრცული სტრუქტურაა. მისი წარმოებისას ის ტექნოლოგიაა
გამოყენებული, რომლითაც FIA-ს მიერ ჰომოლოგირებული სარბოლი „რადიკალSR-ის“ შასი
მზადდება. შასის სიმტკიცეს ზრდის შუა საყრდენი, რომელიც მძღოლს და მის ერთადერთ
მგზავრს, მანქანის გადაყირავების შემთხვევაში დაიცავს. ავტომობილის წინა და უკანა
ნაწილებში მოთავსებულია ეგრეთ წოდებული ქრეშ ბოქსები - ენერგოშთანმთქმელი
სტრუქტურები, რომლებიც ავარიის შემთხვევაში, დარტყმის ენერგიის დიდ ნაწილს თავის
თავზე იღებს და კოკპიტს დაზიანებისგან იცავს.
„დიდი ხანია, ამ მანქანის გაკეთება გვინდოდა და აი,
დადგა დრო, როცა ჩვენი ცოდნა და გამოცდილება, GT კლასის ავტომობილის წარმოების
საშუალებას გვაძლევს. ჩვენ დავიწყებთ ავტომობილის წარმოებას, რომელიც მასზე გაცილებით
ძვირადღირებულ ავტომობილებს ფორას მისცემს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მისი მართვა
უზარმაზარ სიამოვნებას მოგანიჭებთ“, - ამბობს „რადიკალის“ მმართველი დირექტორი ფილ
ებოტი.
„რადიკალი“ მსურველს RXC-ის განსხვავებულ ვერსიასაც
შესთავაზებს, რომელიც 3.0-ლიტრიანი V8 ძღავით
აღჭურვება, ძრავის სიმძლავრე 480 ცხენის ძალას მიაღწევს. ახალი ავტომობილის
პრემიერა 4-6 სექტემბერს, ლონდონის სუპერ ავტომობილების ელეგანტურობის ფესტივალის
დროს ჩატარდება.
ვიდეო
No comments:
Post a Comment