Red Bull wanted $100m fine for Mercedes - report
25 ივნისი
საიდუმლოდ ჩატარებული ტესტების გამო, „მერსედესი“
და „პირელი“ სერიოზლ სანქციებს გადაურჩნენ, არადა როგორც ირკვევა, „რედ ბულს“ სურდა,
რომ მისი კონკურენტი საჯინიბო, 100 მილიონი დოლარით დაეჯარიმებინათ. FIA-ს ტრიბუნალმა
„დამნაშავეებს“ პირობითი სასჯელი დააკისრა და სამქიმიანებს ახალგაზრდა პილოტების
ტესტებში გამოსვლის უფლებაც ჩამოართვა. თუმცა, რეალურად წაგებული სწორედ მომჩივანები
- „ფერარი“ და „რედ ბული“ დარჩნენ, რომლებსაც სურდათ, რომ მათი მომავალი
კონკურენტი დაზარალებულიყო.
სხვათა შორის, „მერსედესის“ და „რედ ბულის“ ავსტრიელმა
წარმომადგენლებმა, (შესაბამისად) მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ნიკი ლაუდამ და ჰელმუტ
მარკომ (ფოტოზე) ნაძლევი დადეს ტრიბუნალის განაჩენზე. მოიგებდა ის, ვისი გუნდიც
საქმის განხილვის შემდეგ , მოგებული დარჩებოდა. ნაძლევი მხოლოდ 50 ევროზე ყოფილა.
ტრიბუნლის შემდეგ, ლაუდას თავისი ძველი
მეგობრისთვის განაჩენი წერილობით შეუტყობინებია. მარკო ამბობს: „სასჯელი
სასჯელია... მან წაგებული კონვერტში უნდა ჩადოსო... თუმცა კარგად იცის, რომ
რეალურად, „მერსედესი“ მოგებული დარჩა - მინიმალური სასჯელის სანაცვლოდ, ტესტებით
იხეირა. მარკომ ეს კარგად იცის და დასძენს, რომ რეალურად, მოგებული ლაუდა დარჩა, ტრიბუნალის
გადაწყვეტილებას კი მან ოხუნჯობა უწოდა. ჩვენ გაცილებით მკაცრი სასჯელის მოლოდინში
ვიყავითო, - ამბობს მარკო.
უფრო მეტიც, გერმანულ პრესაში გავრცელებული
ინფორმაცია გვატყობინებს, რომ „რედ ბულს“ ტრიბუნალისთვის წერილობით მიუმართავს,
რომელშიც ეწერა, რომ „მერსედესი“ 100 მილიონი დოლარის გადახდას და სეზონის ბოლოს,
კონსტრუქტორთა თასზე 150 ქულის დაკლებას იმსახურებს. შეგახსენებთ, რომ სწორედ სკანდალი
„სპაიგეიტი“ სწორედ 100 მილიონი დოლარი დაუჯდა „მერსედესის“ პარტნიორ „მაკლარენს“.
რაც შეეხება კონსტრუქტორთა თასზე ქულების დაკლებას, ესეც სამქიმიანებს არაერთ
მილიონს დააკარგვინებდა.
საბოლოოდ, „მერსედესის“ წარმომადგენლებს აშკარად
ეტყობოდათ სიხარული. ამას ისინი არც ინტერვიუებში მალავენ. „გახარებული ვარ. მაგრამ
შამპანურის ბოთლს მაშინ გავხსნით, როცა რბოლებს მოვიგებთ“, - ამბობს „მერსედესის“
დირექტორი და თანამფლობელი ტოტო ვოლფი. ლაუდა კი ამბობს: „FIA-ს
გადაწყვეტილება აბსოლუტურად კორექტულია და მოტორ სპორტის სულისკვეთებას შეეფერება“.
თუმცა აღიარებს, რომ მის გუნდს გაცილებით მძიმე სასჯელის შემთხვევაშიც საპრეტენზიო
არაფერი ექნებოდა.
No comments:
Post a Comment