17 მაისი
„ფორდის“ ამ პატარა და ტემპერამენტიან ავტომობილს
ბაზარი მოუთმენლად ელოდა და მიღებისთანავე, ევროპელი მყიდველის საყვარელი შენაძენი
გახდა. მართალია, მთელი ევროპის მასშტაბით, ორ თვეში მასზე თვეში მასზე მხოლოდ
3000 ცალი შეკვეთაა მიღებული, მაგრამ ასეთი სანიშო ავტომობილისთვის ეს ცოტა არაა. თანაც,
მალე ის ამერიკაშიც შეაღწევს, სადაც სამიანის გარდა, ხუთკარიანი ჰეჩბეკის ძარითაც
გაიყიდება.
შემკვეთთა უმეტესობა, უმაღლესი სპეციფიკაციის
ვერსიებს ყიდულობს, რაც „ფორდის“ მარკეტოლოგებს ასევე (სასიამოვნოდ) აკვირვებს.
უფრო მეტიც, მყიდველთა 60 პროცენტი ტყავით გაწყობილ ინტერიერს ამჯობინებს,
რომელშიც „რეკაროს“ წარმოების სპორტული სავარძლებია მოთავსებული. 90-მა პროცენტმა გაუმჯობესებული
17-დუიმიანი ბორბლები აარჩია. ყველაზე პოპულარული ფერი ჯერჯერობით სპირიტ ბლიუა (ლურჯი
აჩრდილი), რომელზეც არჩევანი მყიდველთა 27-მა პროცენტმა შეაჩერა. 19-მა პროცენტმა სალონში
„სონის“ სტერეო სისტემა (ნავიგაციით) დააყენებინა.
„იესტა ST“ აღჭურვილია სერია ეკობუსტის 1.6-ლიტრიანი
ოთხცილინდრიანი ძრავით, რომელიც 179 ცხენის ძალას და 177 ნიუტონმეტრს
გამოიმუშავებს. ძრავთან ექვსსაფეხურიანი მექანიკური კოლოფია დაკავშირებული. ამ
აგრეგატების წყალობით, ავტომობილს მაქსიმუმ 220 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეუძლია,
ადგილიდან ასს კი 6.9 წამში ავითარებს. ყოველი კილომეტრის გავლისას, ასეთი
ტემპერამენტის მქონე ავტომობილი ატმოსფეროს მხოლოდ 138 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.
No comments:
Post a Comment