დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, May 17, 2013

„პორშე“ თავისი ყველა მოდელის ჰიბრიდულ ვერსიებს გამოუშვებს

Porsche to Offer Hybrid Versions for All Models
17 მაისი
უკვე რამდენიმე წელია, „პორშე“ ჰიბრიდულ ტექნოლოგიებზე მუშაობს. ზგიერთი მათგანი სრიულ წარმოებაშიც დანერგა, მაგრამ მხოლოდ ისეთ მოდელებზე, რომლებსაც დიდი ტირაჟით არ უშვებს. თუმცა, ეს სიტუაცია აუცილებლად შეიცვლება - კომპანიამ გამოაცხადა, რომ თავისი ყველა მოდელის ჰიბრიდულ ვერსიებს გამოუშვებს.
ამ ეტაპზე, „პორშე“ მუშაობს ახალ „პანამერა ჰაიბრიდზე“, რომლისთვისაც სრულიად ახალი ჰიბრიდული აგრეგატია შემუშავებული. ამ სისტემაში, ელექტროძრავი და ქუროს ორ დისკო ერთ სტრუქტურაშია მოქცეული. აღნიშნულ სისტემას, მოგვიანებით აბსოლუტურად ყველა ავტომობილზეც (მათ შორის უგზოობის მაკანზეც, რომლის წარმოებაც მალე დაიწყება) დანერგავენ.

საწვავის ხარჯის და გამონაბოლქვში მავნე მინარევების შესამცირებლად, „პორშე“ ძრავების კონსტრუირების საფუძვლებს დაუბრუნდა და პირველ რიგში, ყოველ კილომეტრზე ძრავის ბრუნთა რიცხვების შემცირება გადაწყვიტა. ამის მისაღწევად, გამოიყენეს სისტემა სტოპ/სტარტი, ასევე პლაგ-ინ ჰიბრიდული ტექნოლოგია.
გერმანულმა კომპანიამ, თავისი ახალი ჰიბრიდული აგრეგატის ზოგიერთი პარამეტრი გაამხილა. კერძოდ გამოცხადდა, რომ მისი სიმძლავრე ახალ ჰიბრიდულ აგრეგატის ელექტროძრავისაზე (95 ცხ.ძ) მეტი იქნება. ძრავის გასაგრილებლად, წყალსაც გამოიყენებენ და ჰაერსაც. მას ენერგიით გაზრდილი ტევადობის ელემენტების ბლოკი მოამარაგებს. წონის დაზოგვის მიზნით, სისტემის ელექტრო გაყვანილობა ალუმინისა იქნება და არა სპილენძის.
გარდა ამისა, „პორშე“ ინტენსიურად მუშაობს დასამუხტი საშუალებების ინფრასტრუქტურის შექმნაზე. ამ საქმეში ცუფენჰაუზენელებს გარე პარტნიორი ჰყავთ. ისინი არ აკონკრეტებენ ამ პარტნიორის სახელს, თუმცა ის კი ცნობილია, რომ პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილის მფლობელს, თავისი მანქანის ენერგიით დამუხტვა შინ, უკაბელო დასამუხტით უნდა შეეძლოს.
პირველად ეს სისტემა შემდეგი თაობის „პანამერაზე“ გამოჩნდება (2016 წელს). ეს ავტომოილი „ფოლკსვაგენის“ ახალ მოდულურ MSB პლატფორმის უკანა ამძრავიან და ყველა ამძრავიან ვერსიებს დაეყრდნობა. სხვათა შორის, აღნიშნულ პლატფორმას „ბენტლიც“ გამოიყენებს.

No comments:

Post a Comment