17 მაისი
„ასტონ
მარტინს“ მალე ასი წელი შეუსრულდება. და ამ მოვლენასთან დაკავშირებით, თავის
თაყვანისმცემლებს განსაკუთრებულ სიურპრიზს უმზადებს. როგორც ჩანს, ვიდეო ტიზერში,
რომელიც ბრიტანულმა კომპანიამ გაავრცელა, სწორედ ამ სიურპრიზზეა ლაპარაკი, რომელიც
„ძალიან სპეციალურ კონცეპტადაა“ მოხსენიებული.
ფილმის
სახელია „ასტონ მარტინი - წარსული, აწმყო, მომავალი - 2013 წლის 19 მაისი“. ესაა
მხოლოდ 26-წამიანი ფილმი, რომელშიც ლეგენდარულ სარბოლ ავტომოილ „ასტონ მარტინ DBR1-ის“
ფოტოები ჩანს. ამ ავტომობილმა 1959 წელს ლე მანის რბოლა მოიგო. ფილმის მიწურულს განსაკუთრებული
კონცეპციის ჩვენებას გვპირდებიან და ბოლოს ფოტო ტიზერსაც ვხედავთ, რომელზეც ორი DBR1-ის
სილუეტია გამოსახული (ფოტოზე).
ფილმში ასევე
გვიჩვენებენ ესკიზების შექმნის პროცესს, რომლის დროსაც, ისევ DBR1-ის სტილის ზოგიერთ
დეტალზე მომუშავე დიზაინერებს საქმეში ვხედავთ. ფოტო ტიზერზე რომ ორი სილუეტია,
მათგან ერთი DBR1-ის ფორმებს იმეორებს, მეორე კი როგორც ჩანს, იმავე სტილში
შესრულებული, ოღონდ თანამედროვე ფორმების მქონე ავტომობილია.
ფილმში მეგზურობას
გვიწევს ხმა, რომელიც გვეუბნება, რომ კონცეპტუალური ავტომობილით, კომპანია თავისი
დაარსების ასწლოვან იუბილეს აღნიშნავს. პრემიერა ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟზე
გაიმართება, სადაც ამ ავტომობილით განავარდების საშუალება იქნება.
No comments:
Post a Comment