Hamilton doesn’t want another race like that
12 მაისი
ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ აღარ სურს ისეთი
რბოლები, როგორიც მისთვის გასული კვირის ესპანეთის დიდი პრიზი იყო. „მერსედესის“
პილოტმა სტარტი მეორე პოზიციიდან აიღო, მაგრამ ფინიშთან მე-12 მივიდა. და ესეც
ძლივს მოახერხა. „ეს ის რბოლაა, როგორში მონაწილეობასაც აღარასდროს ვისურვებ.
თუმცა, ასეთია მოტორსპორტი და ვერაფერს შეცვლი“, - ამბობს ჰამილტონი, ვინც
ვერანაირად მოახერხა საბურავების ოპტიმალურად ამუშავება.
„აბსოლუტურად ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც
ბაჰრეინში, მაგრამ საბურავებმა არანაირად არ იმუშავა. საერთოდ არ იგრძნობოდა ჩაჭიდება.
ამიტომ, ტემპის გაზრდის საშუალება არ მომეცა. ასე რომ მოვქცეულიყავი, რეზინი უმალ
გაცვდებოდა. აბსოლუტურად დაკარგული დღეა. წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა“, - ყვება
ჰამილტონი, ვისაც 50 ქულით ჩემპიონატში მეოთხე ადგილი უკავია.
„როგორც ჩანს, სხვა გუნდებს სოლიდური პროგრესი
აქვთ, რასაც ჩვენზე ვერ ვიტყვი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ წინსვლა არ შეგვტყობია.
მართალია, სიახლეები ჩვენც გვქონდა, მაგრამ საბურავების დეგრადაციის პრობლემა მათ
ვერ მოგვიგვარეს. ნიკომ დაამტკიცა, რომ მანქანა არც ისე ცუდია, მაგრამ რაღაც
მიზეზის გამო, ჩემსას პროგრესის ნაცვლად უკუსვლა ეტყობა“, - დასძენს ბრიტანელი.
No comments:
Post a Comment