21 მაისი
„ფორდი“ ევროპის
ბაზარზე უახლოეს ხუთ წელიწადში 15 ახალ ავტომობილს გამოუშვებს, რომელთა უმეტესობაც
ბრიტანეთში წარმოებული ძრავებით აღიჭურვება. ეს ინფორმაცია, კრანფილდის
უნივერსიტეტში, წარმოების მომავლის სამიტზე, ამერიკული კომპანიის აღმასრულებელმა
ვიცე პრეზიდენტმა სტივენ ოდელმა განაცხადა.
ოდელის
თქმით, მომავალში, ბრიტანეთში გამოშვებული ძრავებით, „ფორდის“ მიერ გლობალური
მასშტაბით წარმოებული ავტომობილების თითქმის მესამედი აღიჭურვება. იმისათვის, რომ
თანამედროვე ბაზარზე პოზიციების განმტკიცება შეძლოს, ცისფერი ოვალი ახალი
ტექნლოგიების განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს და ამ მიმართულებით
ინვესტიციებს არ დაიშურებს. პარალელურად, მიზნების მისაღწევად, საუკეთესო
ინჟინრების მოზიდვას ეცდება.
ოდელმა ასევე
აღნიშნა ბრიტანეთში ავტოინდუსტრიაში კვალიფიცირებული მუშახელის ნაკლებობა და
მოუწოდა ბრიტანელებს, სკოლის ასაკიდანვე წაახალისონ ბავშვებში ტექნიკისა და
მეცნიერებისადმი ინტერესი. ის თვლის, რომ შესაბამისი განათლების მქონე მუშახელის
გარეშე, ქვეყანაში კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროება მუდმივად იარსებებს.
უახლოეს
მომავალში, „ფორდი“ ევროპის ბაზარზე კომპაქტურ ქროსოვერ „ეკოსპორტის“ (ფოტოზე) გაყიდვას
დაიწყებს. ეს ავტომობილი პოპულარულ ჰეჩბეკ „ფიესტას“ პლატფორმაზეა ბაზირებული. ის
სერია ეკობუსტის 1.0-ლიტრიანი ტურბოძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 125 ცხენის
ძალაა. გარდა ამისა, ძღავების გამაში ბენზინის და დზელის სხვა აგრეგატებიც შევა.
ახლახანს
ამერიკულმა კომპანიამ შანჰაის ავტოგამოფენაზე კონცეპტუალური „ესკორტი“ წარადგინა,
რომლის წარმოების გადაწყვეტილებასაც ალბათ მალე მიიღებენ. ამ ავტომობილს უნდა ჰქონდეს
ხელმისაწვდომი ფასი და ის განვითარებადი ქვეყნების გარდა, ევროპის ბაზარზეც გაიყიდება.
გარდა ამისა, მერმისს ევროპაში ქროსოვერ „ეჯსაც“ შეიტანენ, უფრო მოგვიანებით კი
ძველ კონტინენტზე სრულიად ახალი „მუსტანგიც“ გამოჩნდება.
No comments:
Post a Comment