21 მაისი
ავტომობილი, რომლითაც „ლენდ როვერი“ მოდელ „ფრილენდერს“
შეცვლის, ამ სახელით აღარ გამოვა. ის მოდელ „დისქავერის“ მზარდი ოჯახის წევრი.
ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქარ-ის“ ინფორმაციით, რომელიც კომპანიის არაოფიციალურ წყაროს
ეფუძნება, ახალი ავტომობილი „რეინჯ როვერ ევოუკის“ დაგრძელებულ პლატფორმაზე აიგება
და ის ბაზარზე მომავალი წლის ბოლოს გამოვა.
რაც შეეხება სახელ „ფრილენდერს“, რომელიც ბრიტანული
კომპანიის გამაში პირველად 1997 წელს გამოჩნდა (მაშინ ლენდ როვერი ბეემვეს ეკუთვნოდა),
მაგრამ ამ სახელით ამერიკაში ავტომობილი 2006 წლიდან აღარ იყიდება. იქ მას LR2-ის
(ფოტოზე) სახელით იცნობენ, „დისქავერის“ კი - LR4-ის სახელით. „დისქავერის“ ბაზაზე
მოდელების ახალი ოჯახის შექმნას, თავისი მიზეზები აქვს.ამ მიზეზთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი, სუბ-ბრენდების სიმრავლეა - რეალურად, „ფრილენდერის“, „დისქავერის“ და „დიფენდერის“ ბაზაზე, რეალურად ცალკეული ოჯახებია შექმნილი. ამას ემატება „რეინჯ როვერი“ და გამოდის, რომ ყველა ამ სახელს, პირველ რიგში, ერთმანეთთან უწევს კონკურენცია და როგორც ჩანს, ასე დიდხანს აღარ გაგრძელდება.
ახლახანს, „ლენდ როვერის“ დაარსებიდან 65 წლის
იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიების დროს, კომპანიის გლობალურმა ბრენდ დირექტორმა
ჯონ ედვარდსმა განაცხადა, რომ კომპანია „სამ იკონურ ბრენდზე - რეინჯ როვერზე, იდსზქავერიზე
და დიფენდერზეა ბაზირებული“. ეს უკვე ისედაც იმის მანიშნებელია, რომ „ფრილენდერს“
განაჩენი აქვს გამოტანილი.
ეს სამი ოჯახი, ცალკე გააგრძელებს განვითარებას და
თავ-თავის ნიშას დაიკავებს. „რეინჯ როვერი“ ისედაც იყო ლუქსის სეგმენტის მოთამაშე
და ფლაგმანი. ამჟამად ამ ქვებრენდის გამაში სამი ავტომობილია და როგორც კომპანია
გვპირდება, მალე მეოთხესაც გამოუშვებს. ამ ეტაპზე, მას „ევოუკ XL“ ეწოდება და ის „ევოუკის“
დაგრძელებულბაზიან პლატფორმაზე აიგება. ეს ავტომობილი, „ევოუკსა“ და „რეინჯ როვერ
სპორტს“ შორის არსებულ ნიშას შეავსებს.
ამჟამად უკვე აშკარაა, რომ ახალი „დისქავერი“
თავისი ოჯახის ფლაგმანი იქნება. ამ ოჯახში გაერთიანდება მოდელები, რომლებიც
განკუთვნილი იქნება როგორც ყოველდღიური მოხმარებისთვის, ასევე უგზოობის პირობებში
მოგზაურობის მოყვარულთათვის. მისი ახლანდელი იმიჯიც სწორედ ასეთია. სწორედ „დისქავერის“
ბაზაზე შექმნის „ლენდ როვერი“ თავის ძირითად გამას, რომლის სათავეშიც ორი ფლაგმანი
მოექცევა. ორივე „რეინჯ როვერის“ ალუმინის პლატფორმა PLA-ს დაეყრდნობა. მათ დაემატება
ორი ავტომობილი, რომლებიც „ფრილენდერის“ შემცვლელებად მოიაზრება. მათგან ერთი ხუთადგილიანი
იქნება, მეორე კი - შვიდადგილიანი. შესაძოა (ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა), „დისქავერის“
ოჯახის მეხუთე ავტომობილი, ყველაზე მოდელი გახდეს, რომელიც „ევოუკის“ შემოკლებულ
პლატფორმაზე აიგება.
მსგავსი
გეგმები არსებობს უახლეს „დიფენდერთან“ დაკავშირებითაც, რომლის პირველი მერცხალიც
ამჟამად შემუშავების პროცესშია და რომელიც მალე არქაულ ლეგენდარულ მოდელს შეცვლის.
No comments:
Post a Comment