Toyota Teases
All-New Corolla and Tells Us to Get "Really Excited"
21 მაისი
იაპონური
კომპანია გვპირდება, რომ ახალი „კოროლა“, რომლის ფოტო ტიზერიც პრემიერამდე სამი
კვირით ადრე გაავრცელა, „ნამდვილად გაგახარებთ“. „ტოიოტამ“ დეტროიტის მოტორ შოუზე
მართლა გაგვაკვირვა გარეგნულად საკმაოდ დახვეწილი, კომპაქტური კონცეპტუალური
ავტომობილით, რომელიც „კოროლა ფურიას“ სახელით გაგვაცნო. და როგორც ჩანს, 6 ივნისს
სწორედ ამ ავტომობილის სერიულ ვერსიას წარადგენს მსოფლიო პრემიერაზე, რომელიც კალიფორნიაში
ჩატარდება.
პრემიერამდე
ცოტა ხნით ადრე კი, იაპონური კომპანია თავისი სიახლისადმი ინტერესის გაღვივებას,
ერთადერთი ტიზერის და მწირი ინფორმაციის გამოქვეყნებით შეუდგა. ფოტოზე მხოლოდ
მანქანის უკანა ფარის ნაწილი მოჩანს, ამ ფოტოს ტექსტური განმარტება კი ასეთია: „მოემზადეთ
ახალ, 2014 წლის „კოროლასთან“ შესახვედრად. მოემზადეთ 6 ივნისს სიამოვნების მისაღებად,
ნამდვილი სიამოვნებისთვის“.
ერთი
შეხედვით, მანქანის ამ მცირე ნაწილით ძნელია იმსჯელო მის მთლიან გარეგნობაზე,
მაგრამ შეადარეთ უკანა ფარის ფორმა „კოროლა ფურიას“ შესაბამის ელემენტს და
დარწმუნდბით, რომ განსხვავება პრაქტიკულად არაა. ეს კი ნიშნავს, რომ ახალი „კოროლა“,
დაახლოებით ამ კონცეპტუალური ავტომობილის მსგავსი იქნება...
No comments:
Post a Comment