20 მაისი
„ფორდი“ თავისი ელექტრომობილების მყიდველებზე ზრუნვას
მეტი მონდომებით შეუდგა. თავის ახალ პარტნიორთან, კომპანია „აეროვირონმენტთან“
ერთად, საკუთარი სახლის მფლობელ ელექტრომობილების მყიდველს, სახლის მეორე დონის დასამუხტ
მოწყობილობას მიაწვდის.
ცისფერ ოვალს პირველ კვარტალში დაახლოებით 3 000
პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილი აქვს გაყიდული, რომელთაგან თითქმის ნახევარი „C-მაქსია“.
შედარებისთვის, იმავე პერიოდში „ნისანმა“ 5 500 ცალი ელექტრომობილი „ლიფი“
გაჰყიდა, „ჯენერალ მოტორსმა“ კი 5 550-ზე მეტი გაზრდილი სვლის სიშორის მქონე
პლაგ-ინ ჰიბრიდული „შევროლე ვოლტი“.
„აეროვირონმენტმა“
შარშან მთელს ამერიკაში 10 000-ზე მეტი დასამუხტი საშუალება დაამონტაჟა. ამ
საქმეში ის „ნისანის“ პირველი პარტნიორია, ამიერიდან კი „ფორდთანაც“
ითანამშრომლებს, რომელსაც უკვე 11 000-ზე მეტი ელექტრომობილი და პლაგ-ინ ჰიბრიდული
ავტომობილი აქვს გაყიდული და ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვნად გაზრდას მოელის.
No comments:
Post a Comment