დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, December 7, 2012

„ჰიუნდაიმ“ ევროპაში უკვე ნახევარი მილიონი i30 გაჰყიდა


Hyundai Has Sold Half a Million i30s in Europe
7 დეკემბერი
„ჰიუნდაი“ ევროპულ ბაზარზე თანდათან სულ უფრო იმყარებს პოზიციებს. ავტომობილი, რომელიც „ფოლკსვაგენის“ შეფებს ყველაზე მეტად აშფოთებს, უკვე 500 000 ცალია გაყიდული. რა თქმა უნდა, ლაპარაკია C-სეგმენტის (კომპაქტური ავტომობილები) i30-ზე, რომელიც ამერიკაში „ელანტრა GT-ს“ სახელით იყიდება.

ნახევარი მილიონი სერიოზული ზღვარია იმ ავტომობილისთვის, რომლის პირველი თაობაც ბაზარზე 2007 წელს გამოვიდა. სხვათა შორის, გლობალური მასშტაბით, i30 უკვე მილიონზე მეტია გაყიდული, რაც ასევე შესანიშნავი მაცვენებელია.
„მას შემდეგ, რაც i30 ბაზარზე გამოვიდა, ეს ევროპულ ბაზარზე ჩვენს გრავიტაციის ცენტრს წარმოადგენს. ეს ჩვენი პირველი ავტომობილია, რომელიც ევროპაში შევიმუშავეთ და აქვე ვუშვებთ. მისი სახით, მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ავტომობილს ვთავაზობთ, რომელიც გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის მცირე შემცველობით და კარგი ღირებულებით გამოირჩევა - ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც „ჰიუნდაის“ სახელთან ასოცირდება“, - ამბობს „ჰიუნდაი მოტორ იუროპის“ უფროსი მმართველი დირექტორი და კომპანიის ვიცე პრეზიდენტი ალან რუშფორტი.
ისევე როგორც პირველ i30-ს, ახალსაც ჩეხეთის ქალაქ ნოსოვიცეს ქარხანა აწარმოებს, რომელიც 2008 წლიდან მუშაობს. ამ დროის განმავლობაში, ამ ქარხანამ ნახევარ მილიონზე მეტი i30 გამოუშვა. ეს ავტომობილები ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, ავსტრალიის და კარიბეთის 60-ზე მეტ ქვეყანაში, ასევე აშშ-ში იყიდება.

No comments:

Post a Comment