7 დეკემბერი
სებასტიან ლოები მომავალ სეზონში არამხოლოდ რალის მსოფლიო ჩემპიონატის მხოლოდ ცალკეულ რბოლებში მონაწილეობას გეგმავს, არამედ დიდი ტურიზმის კლასშიც მოსინჯავს ძალას. GT სპრტინტის სერიაში, ის „მაკლარენ MP4-12C GT3-ით“ იასპარეზებს.

გარდა ამისა, რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი
საკუთარ გუნდს - „სებასტიან ლოებ რეისინგ ტიმს“ ჩამოაყალიბებს, რომელიც „სიტროენის“
ავტომობილით, ტურინგის კლასის მსოფლიო ჩემპიონატზე 2014 წელს იასპარეზებს. ოღონდ,
ჯერ არ გადაუწყვეტია, ორიდან ერთ-ერთი მანქანის საჭეს თვითონაც მიუჯდება, თუ არა.
„ვაპირებ GT-ს მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას. ამ სერიის
ფორმატი ძალიან მომეწონა - ყოველ ეტაპზე, ორი ერთსაათიანი რბოლა ჩატარდება. გუნდში
ორი მრბოლი გვეყოლება, რბოლების დროს კი საბურავების შეცვლაც დაშვებულია“, - ამბობს
ლოები, ვინც სარბოლი „მაკლარენ MP4-12C GT3-ის“ გაცნობა ამ სეზონში, ავტოდრომ პოლ
რიკარზე, ფრანგული GT ტურის რბოლისას შეძლო.
No comments:
Post a Comment