Suzuki Unwraps Refreshed Grand Vitara
7 დეკემბერი
უკვე შვიდი წელია, „სუზუკი“ მესამე თაობის „გრანდ
ვიტარას“ უშვებს და ამის მიუხედავად, მას კარგადაც ჰყიდის. მაგრამ ამ ავტომობილის
შეცვლის დრო მაინც ახლოვდება. მანამდე კი იაპონური კომპანია ევროპელ მყიდველს
თავის ბესტსელერს სახეშეცვლილი სახით შესთავაზებს. განახლებული „გრანდ ვიტარას“
პირველი ჩვენება მოსკოვის საერთაშორისო ავტო სალონზე ჩაატარა, მანამდე კი იგივე
ავტომობილი შინაურ ბაზარზე წარადგინა, სადაც მას „ესკუდოს“ სახელით იცნობენ.
განახლება ძირითადად ავტომობილის გარეგნობას და
ინტერიერს შეეხო. მაგალითად, დაიხვეწა რადიატორის და წინა ბამპერის ფორმები,
შეიცვალა წინა ფარები, ასევე მანქანა შეცვლილი დიზაინის ალუმინის 17 და 18-დუიმიან
ბორბლებზე დააყენეს. „გრანდ ვიტარას“ გამოსაწყობად ცხრა ფერია არჩეული, რომელთაგან
ორი - „ბიზონ ბრაუნ პერლ მეტალიკ 2“ და „გაია ბრონზ პერლ მეტალიკი“ ახალია.
სალონში სავარძლები განსხვავებული გადასაკრავებით
დაგხვდებათ. აღჭურვილობაში ასევე შევიდა მულტიმედიური სისტემა, რომლის მთავარი
ნაწილია 6.1-დუიმიანი სენსორული მონიტორი. მასში ასევე შედის „გარმინის“
სანავიგაციო სისტემა, რომელსაც ხმოვანი მართვის ფუნქციაც გააჩნია, მპ3-სისტემა,
ბლითუთი და USB-პორტი და სხვა.
სიახლეა კაპოტქვეშ. ესაა 1.9-ლიტრიანი DdiS დიზელი,
რომელიც გამონაბოლქვის კონტროლის სისტემითაა აღჭურვილი. მისი დახმარებით,
გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კილომეტრზე 179-დან 174-მდე შემცირდა.
ამასთან, ამ ძრავით, „გრანდ ვიტარა“ 100 კილომეტრს 6.8 ლიტრი დიზელით გადის.
ძრავების გამა სხვა მხრივ უცვლელია. მასში ისევ ბენზინის
სამი ძრავი შედის, რომელთა მუშა მოცულობა 1.6, 2.0 და 2.4 ლიტრია, მაქსიმალური
სიმძლავრე კი შესაბამისად - 106, 140 და 169 ცხენის ძალა.
No comments:
Post a Comment