6 დეკემბერი
ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ სიამოვნებით დაუბრუნდება
„მაკლარენს“, რომელიც საკუთარ ოჯახად მიაჩნია. ბრიტანელი პილოტი ბრიტანულ გუნდს,
სადაც ექვსი სეზონი აქვს გატარებული, ამ წლის ბოლოს ტოვებს და „მერსედესში“ გადადის.
ამგვარად, დასრულდა ურთიერთობა „მაკლარენსა“ და ჰამილტონს შორის, რომელიც ჯერ კიდევ
მაშინ დაიწყო, როდესაც ლუისი 10 წლის ბიჭი იყო.
„მაკლარენის“ სარბოლი მანქანებით ჰამილტონმა 21 გამარჯვება მოიპოვა, სამქიმიანებთან სამწლიანი კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ კი განაცხადა, რომ ახალი გამოწვევა ესაჭიროებოდა. ჰამილტონი აღიარებს, რომ პირველ სეზონში „მერსედესთან“ ერთად გამარჯვებისთვის ბრძოლა გაუჭირდება. ამასთან, არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, „მაკლარენს“ ისევ დაუბრუნდეს.

„არასდროს თქვა არასდროს. აქ შესანიშნავი დრო მაქვს
გატარებული. ვფიქრობ, ეს გუნდი ჩემთვის ყოველთვის სახლივით იქნება. ყოველთვის
მეხსომება, რომ ეს არის ადგილი, საიდანაც დავიწყე. და ამიტომ, აქ დაბრუნება სასიამოვნო
იქნება. მაგრამ ახლა მინდა, რომ სხვაგანაც ვცადო ბედი. ახლა ისეთი გრძნობა მაქვს,
რომ სახლს ვტოვებ და სამოგზაუროდ მივდივარ. ოღონდ, ამას სხვებთან ერთად გავაკეთებ“,
- ყვება ჰამილტონი.
ჰამილტონის გერმანულ გუნდში გადასვლამ ყველა
გააკვირვა, რადგან „მერსედესს“ ამ სეზონში იოლი ცხოვრება არ ჰქონია. კონსტრუქტორებში
მეხუთე ადგილი კი დაიკავა, მაგრამ მესამეზე გასულ „მაკლარენს“ ბევრით ჩამორჩა. მაგრამ
ჰამილტონი თავის არჩევანს არ ნანობს:
„არანაირი სინანული. ჩემი არჩევანით კმაყოფილი ვარ.
სინანულით ვერ იცხოვრებ. როცა გადაწყვეტილებას მიიღებ, ის უნდა გაითავისო. შეცდი,
თუ არა, ეს გამოჩნდება. ყოველ შემთხვევაში, გარემოებებზე ზეგავლენის მოხდენა
ყოველთვის შეიძლება“.
No comments:
Post a Comment