28 დეკემბერი
„სმარტი“ წარმოებისთვის მესამე თაობის „ფორთუს“ და „ფორფორს“
ამზადებს და მათი წარმოების დაწყებიდან მალე, მათსავე ბაზაზე, ჯუჯა ქროსოვერიც გამოუშვას.
გამოცემა „ავტოექსპრესის“ ინფორმაციით, ორადგილიანი „სმარტის“ გაყიდვები 2014 წელს
დაიწყება, ერთი წლის შემდეგ კი, მყიდველს ოთხადგილიანსა და ქროსოვერსაც
შესთავაზებენ.
სავარაუდოდ, ახალი ავტომობილების დიზაინი კონცეპტუალური
„ფორვიჟნისა“ და „ფორსტარსის“ (ფოტოზე) შესრულდება. „ავტოექსპრესი“ გვატყობინებს,
რომ ორადგილიანი და ოთხადგილიანი „სმარტები“ მოსახსნელი ტაბლეტებით აღიჭურვება,
რომლებიც საჭიროებისას შეიძლება ჩვეულებრივ კომპიუტერადაც გამოიყენოთ, ავტომობილის
სალონში კი მაჩვენებლების დაფის მოვალეობას შეასრულებს.
ამ ავტომობილებზე მუშაობისას, „დაიმლერს“
პარტნიორობას „რენო“ უწევს, რომელიც იმავე პლატფორმაზე, ახალ „ტვინგოს“ გამოუშვებს.
ოღონდ, ფრანგული მინი ჰეჩბეკი იმ პლატფორმას მოირგებს, რომელზეც ოთხადგილიან „სმარტს“
დააფუძნებენ.
რაც
შეეხება ქროსოვერს, მის ბაზისად „სმარტი“ შემდეგი თაობის „ნისან ჯუკის“ პლატფორმას
და აგრეგატებს გამოიყენებს.
No comments:
Post a Comment