Peter Schreyer Becomes Kia's First Non-Korean
President
28 დეკემბერი
ადამიანი, რომელმაც „კიას“ გლობალურ მიღწევებში
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა, როგორც კომპანიის მთავარმა დიზაინერმა, პეტერ
შრაიერი, კორეული კომპანიის პირველი არაკორეელი პრეზიდენტი გახდა. იმავდროულად, ის
თავის ძველ პოსტსაც შეინარჩუნებს და „კიას“ ავტომობილების სტილის განვითარებაზეც
იზრუნებს.
შრაიერი „კიას“ მესამე პრეზიდენტია. მისი დაწინაურება
იმაზე მიანიშნებს, რომ „კიასა“ და „ჰიუნდაიში“ (რომელსაც კია ეკუთვნის) დიზაინის
დახვეწას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გლობალური მასშტაბით გაფართოების საქმეში და
გერმანულ კომპანიებთან კონკურენციაშიც.
59 წლის შრაიერი გერმანელია. ის კარგა ხანს „ფოლკსვაგენის“
ჯგუფში მუშაობდა და მონაწილეობა მიიღო „პასატის“, ახალი „ზოჭოს“ და „აუდი TT-ს“
სტილის შემუშავებაში. 2006 წელს კი კორეულ კომპანიაში გადავიდა და „კიას“ მთავარ დიზაინერად
დაინიშნა.
ახლახანს, გამოცემა „ავტომოტივ ნიუსთან“ საუბრისას,
„ფოლკსვაგენის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ფერდინანდ პიხმა განაცხადა, რომ შრაიერის
„კიაში“ გაშვება დიდი შეცდმა იყო.
„კიას“ თანამედროვე კორპორატიული სტილი სწორედ
შრაიერის ხელმძღვანელობით შეიქმნა. გერმანელი დიზაინერის ნახელავია „ოპტიმა“, K7,
„სპორტიჯი“ და „ქუორისი“, ასევე კონცეპტუალური „ტრეკ’სტერი“ და GT.
No comments:
Post a Comment