Renault Alpine Coming in 2015 as Porsche Boxster
Rival
28 დეკემბერი
სამივე ფრანგული კომპანია ძირითადად პატარა და
საშუალო ზომის ავტომობილების წარმოებაზეა სპეციალიზებული. მაგრამ მალე „რენო“ ამ
არასასურველ ტრადიციას დაარღვევს და სუფთა სპორტული ავტომობილების წარმოებას
დაიწყებს. ამისთვის კი ბრენდ „ალპინს“ აღადგენს.
მოსალოდნელი იყო, რომ პირველი „ალპინი“ ბაზარზე ოთხ
წელიწადში უნდა გამოსულიყო. მაგრამ ფრანგული კომპანიის მარკეტინგის შეფი სტივენ ნორმანი
აცხადებს, რომ ავტომობილი, რომელსაც მისი კომპანია, „კატერჰემთან“ პარტნიორობით
ქმნის, 2015 წელს გამოვა.
ახალი „ალპინი“ სუფთა ფურცლიდან იქმნება. ბრიტანულ
გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, ის არ შესრულდება კონცეპტუალური „A110-50-ის“
სტილში, რომელიც რომბებმა მონაკოში, ფ1-ის ეტაპის დღეებში გვიჩვენეს. ეს
ავტომობილი კონკურენციას „პორშე ბოქსტერს“ და „აუდი TT-ს“
ტოპ ვერსიებს გაუწევს. მისი ძრავის სიმძლავრე 250 ცხენის ძალის ფარგლებში იქნება.
რაც შეეხება ფასს, ახალი „ალპინი“ 60 000 ევროზე ძვირი ეღირება.
აღსანიშნავია, რომ „რენოს“ ბრენდ „ალპინის“ აღდგენა
ჯერ კიდევ 2007 წელს სურდა. მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო, პროექტი შეყოვნდა. და
ის მაშინვე განახლდა, როგორც კი ბაზარს გამოცოცხლება დაეტყო. ოღონდ, პირვანდელ დიზაინზე
უარი თქვეს, რადგან მან დაძველება „მოასწრო“.
No comments:
Post a Comment