28 დეკემბერი
FIA-მ გამოაცხადა, რომ ახალი სეზონის წინ, კიდევ
ორი გუნდის მანქანებმა გაიარა ქრეშ ტესტები. უფრო კონკრეტულ ინფორმაციას იძლევა
გერმანული გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტი“, რომელიც იუწყება, რომ „მერსედეს W04-ის“
მონოკოკი სრულიად ვარგისია გამოყენებისთვის.
გარდა ამისა, ჟურნალი ირწმუნება, რომ მანქანას უფრო
კომპაქტური, სრულიად ახალი გადაცემათა კოლოფი ექნება. შეიცვალა გვერდითა
რადიატორების კონსტრუქციები, რომლების მოყვანილობაც ეგრეთ წოდებული კოანდას
პრინციპს შეესაბამება. ახალია უკანა საკიდარი, რომელიც ისეა დაპროექტებული, რომ თუ
„პირელის“ ახალი საბურავები ამის საჭიროებას შექმნის, მისი გეომეტრია ადვილად
შეიცვლება ისე, რომ ამით მანქანის მდგრადობა არ დაზარალდება.
პარალელურად,
ესპანურმა გამოცემა „ელ მუნდო დეპორტივომ“ გვაუწყა, რომ ქრეშ ტესტი წარმატებით
გაიარა „ფერარის“ ახალმა ბოლიდმა. პირველმა კი ქრეშ ტესტები „ზაუბერის“ ახალმა C32-მა
ჩააბარა.
No comments:
Post a Comment