დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, August 24, 2015

„ფორდმა“ თვითმავალი ავტომობილის კაბინა დააპატენტა

Ford Filed a Patent for a Self-driving Car With Living Room-styled Cabin
24 აგვისტო
მსოფლიოს თითქმის ყველა დიდი საავტომობილო კომპანია, ამჟამად ავტონომიური ავტომობილების ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობს და მათგან ერთ-ერთი მოწინავე „ფორდია“, რომელიც ამ მიმართულებით ექსპერიმენტებს და ტესტებს, უკვე დიდი ხანია, ატარებს. ახლახანს ამერიკულმა კომპანიამ ავტონომიური ავტომობილი დააპატენტა, რომლის მთავარი თავისებურება, ინტერიერში სავარძლების განლაგების ცვლილების შესაძლებლობაა, რაც ავტონომიურ რეჟიმში მგზავრობისას, სალონის სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენების საშუალებას იძლევა.

Sunday, August 23, 2015

ოჟიემ გერმანიაში გაიმარჯვა და მესამე ტიტულს მიუახლოვდა

Rallying-Leader Ogier claims German win to edge close to title
23 აგვისტო
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე სეზონის ლიდერმა სებასტიან ოჟიემ გერმანიის რალი მოიგო და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა სანუკვარ მიზანს - მესამე ტიტულს. ფრანგ მრბოლს 9 ეტაპიდან ექვსი აქვს მოგებული და პრაქტიკულად მიუწვდომელია მდევრებისთვის. მან ამჯერადაც აჯობა თავის უშუალო კონკურენტსა და იმავდროულად თანაგუნდელს, ფინელ იარი-მატი ლატვალას.

სეზონი სპაზე ჰამილტონის გამარჯვებით განახლდა

Hamilton cruises to dream win in Belgium
23 აგვისტო
ჰამილტონი ისევ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეა. ამ სეზონში მეექვსედ, კარიერაში კი 49-ედ. კარიერაში მეოთხმოცედ ავიდა კვარცხლბეკზე, რითაც თავისი ბავშვობის კერპის, აირტონ სენას მიღწევა გაიმეორა. და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა სანუკვარ მიზანს - მსოფლიო ჩემპიონის მესამე ტიტულს. რა თქმა უნდა, სეზონის დასრულებამდე 8 ეტაპით ადრე, როცა ნიკო როსბერგს მხოლოდ 28 ქულას უგებს, ტიტულზე ლაპარაკიც კი ნაადრევია, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერჯერობით ჰამილტონს ბადალი არ ჰყავს.

Saturday, August 22, 2015

„ბეემვე M4 GTS“ - ყოველდღიურობისთვისაც და რბოლისთვისაც

BMW concept M4 GTS: a track car for everyday usability
22 აგვისტო
პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე, „ბეემვემ“ კონცეპტ „3.0 CSL ჰომეჯ R-ის“ გარდა, კიდევ ერთი კონცეპტუალური ავტომობილი, M4 GTS წარადგინა, რომელიც ბაზარზე მომავალ წელს უნდა გამოვიდეს. იმ სიახლეებს შორის, რომლებიც ბავარიელებმა ამ ავტომობილზე გამოიყენეს, არის წყლის შეფრქვევის სისტემა, რომელიც 3.0-ლიტრიანი, წყვილ ტურბო კომპრესორიანი, ერთრიგა ექვს ცილინდრიანი ძრავის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.

ჰამილტონის 11-დან 10 პოული

Motor racing-Hamilton secures pole trophy with 10 out of 11
22 აგვისტო
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა ამ სეზონში ერთი ტიტული, პოულების ტროფი უკვე მოიპოვა. 11 საკვალიფიკაციო რბოლიდან მან მეათე მოიგო. სპა ფრანკორშანის ტრეკი მან ყველაზე სწრაფად და უშეცდომოდ გაიარა და რბოლას მოწინავე პოზიციიდან დაიწყებს. მის გვერდზე კი პოულების ტროფის გასული სეზონის გამარჯვებული (შარშან ის პირველად გათამაშდა) ნიკო როსბერგი დადგება.

Friday, August 21, 2015

„მაკლარენს“ აგრეგატების შეცვლა სტარტზე 55 ადგილი დაუჯდება

Power unit changes to cost McLaren drivers 55 places
21 აგვისტო
ფერნანდო ალონსოს და ჯენსონ ბატონს, ბელგიის დიდი პრიზის სტარტზე ჯამში 55 ადგილით უკან დადგომა მოუწევთ. ეს აბსურდული სიტუაცია, ძრავებზე არსებული ლიმიტის და მის დარღვევაზე დაწესებული ჯარიმის წყალობით შეიქმნა. რეალურად, „მაკლარენის“ პილოტებს, პელოტონის ბოლოდან სტარტის აღება მოუწევთ, რადგან ამაზე უკან დადგომა შეუძლებელია.

„ფორდმა“ „შელბი GT350R მუსტანგის“ წარმოება დაიწყო

First Shelby GT350R Mustang Roars Off The Assembly Line
21 აგვისტო
„ფორდმა“ თავის პოპულარულ მასკლქარ „მუსტანგის“ ყველაზე მძლავრი და ტემპერამენტიანი ვერსიის, „შელბი GT350R-ის“ წარმოება დაიწყო. ფლეტ როკის ქარხნის კონვეიერიდან, პირველი ავტომობილი თვით კომპანიის აღმასრულებელმა თავმჯდომარე ბილ ფორდმა გამოიყვანა. „ეს „მუსტანგის“ ენთუზიასტებისთვის განსაკუთრებული დღეა. ჩვენ GT350 ფორმულა, სიახლეებით, სტილით და მახასიათებლებით, ახალ დონეზე ავიყვანეთ. დღეს ლეგენდა გაგრძელდა“, - განაცხადა ბილ ფორდმა (ფოტოზე, მანქანიდან გადმოსვლისას).

იღბლიანი და უსწრაფესი როსბერგი

Motor racing-Rosberg fastest in Belgium despite tyre blowout
21 აგვისტო
ნიკო როსბერგი ორივე თავისუფალ პრაქტიკაზე უსწრაფესი იყო, მაგრამ მეორე სესიის მიწურულს, გვარიანი ხიფათი შეემთხვა - მოსახვევ ბლანშიმონთან მიახლოებისას, დაახლოებით 320 კმ/სთ სიჩქარეზე, მის „მერსედესზე“ მოულოდნელად, უკანა მარჯვენა საბურავი გასკდა. ნიკომ მოახერხა მანქანის დამორჩილება და კედელთან შეჯახებას გადარჩა.

ლონდონში „ლენდ როვერ დიფენდერის“ გატაცებები გაიზარდა

DEFENDER THEFTS ON THE RISE
21 აგვისტო
ლეგენდარულ ავტომობილს ადრეც ყველაზე ხშირად იტაცებდნენ, მაგრამ ლონდონური პოლიციის განცხადებით, ბოლო დროს გამტაცებლებს შორის „დიფენდერზე“ განსაკუთრებული მოთხოვნაა. ადრე თუ ამ ავტომობილის ხშირ გატაცებებს მარტივი მიზეზი ჰქონდა - ის მინიმალურად იყო დაცული, ამჯერად სულ სხვა სიტუაციაა. ახლანდელი „დიფენდერის“ წარმოება მალე შეწყდება, რაც მის პოპულარობას ზრდის.

Thursday, August 20, 2015

„სუზუკი ბალენო“ ევროპაში მომავალი ზაფხულიდან გაიყიდება

2016 Suzuki Baleno hatchback launching in UK next summer
20 აგვისტო
„სუზუკი“ თავის უახლეს ჰეჩბეკ „ბალენოს“ მსოფლიო პრემიერას მალე, ფრანკფურტის მოტორ შოუზე გამართავს. ეს არის ჟენევის მოტორ შოუზე წარდგენილ კონცეპტ iK-2-ის სერიული ვერსია, რომელიც ამ სახით უკანასკნელად ინდონეზიის საერთაშრისო მოტორ შოუზე წარსდგა. მართალია, პრემიუმ ჰეჩბეკის პრემიერა ფრანკფურტში გაიმართება, თუმცა ევროპის ბაზარზე მისი გაყიდვები მხოლოდ მომავალი ზაფხულიდან დაიწყება.

სოლარმობილი

The Solarmobil May Be the Ultimate Weekend Getaway Trike
20 აგვისტო
სამ ძალიან ვიწრო ბორბალზე დგას, რომლებიც ველოსიპედისას ჰგავს, თითქმის ღიაა, საჭის ნაცვლად ბერკეტ-ჯოისტიკით იმართება და საერთოდ, მისი შასის ელემენტები, სახსრულადაა დაკავშირებული და ადვილად შეიძლება დაიშალოს. მაგრამ მაინც ავტომობილად მოიხსენიებენ. მას „სოლარმობილი“ ჰქვია - იმიტომ, რომ ენერგიას მზისგან ღებულობს.

Wednesday, August 19, 2015

„ფორდ ფოკუს ST-ს“ ცხენის ძალები მოემატა

Ford Tunes Its Own Focus ST To 275 Horses
19 აგვისტო
იყო დრო, როცა 300 ცხენის ძალით სუპერ ავტომობილების მწარმოებლებიც კი ამაყობდნენ. დღეს სხვა დროა. სიმძლავრეები უსაშველოდ გაიზარდა. სუპერებს 700-800 ცხენის ძალაც აღარ ჰყოფნით, ამაზე მძლავრებს ჰიპერ ავტომობილებად მოიხსენიებენ. და აღარავის უკვირს, როცა საოჯახო უნივერსალებს 500 ცხენზე მეტი ემსახურება, ან 350-ცხენისძალიანი ჰეჩბეკები ერთმანეთს ნურბურგრინგის რეკორდსმენობისთვის ეჯიბრებიან.

ნურბურგრინგზე სიჩქარის შეზღუდვები მოიხსნება

Nurburgring To Lift Speed Restrictions After A Thorough Revision
19 აგვისტო
ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟი მალე ისევ ფორმაში ჩადგება. ანუ, მასზე სიჩქარის შეზღუდვები მოიხსნება. ლეგენდარული ტრეკის მფლობელმა, კომპანია „კაპრიკორნ ნურბურგრინგმა“ ტრეკის მოდიფიცირება გადაწყვიტა. დადგინდა 16 ადგილი, რომლებსაც უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა სჭირდება. მათგან შვიდზე სამუშაოები ზამთარში შესრულდება, რა დროსაც ტრეკი დროებით დაიხურება. რაც მთავარია, რეკონსტრუქციები არ შეეხება ტრასის კონფიგურაციას.

„ფერარიმ“ კიმი რაიკონენი დაიტოვა

Ferrari re-signs Kimi Raikkonen for 2016 Formula 1 season
19 აგვისტო
„ფერარიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში, სებასტიან ფეტელთან ერთად, მისი პილოტი ისევ კიმი რაიკონენი იქნება. ამგვარად, წერტილი დაესვა უამრავ ჭორს, რომლებიც იტალიურ გუნდში არაერთი პილოტის შესაძლო გადასვლაზე მოგვითხრობდა. მათ შორის იყვნენ ვალტერი ბოტასი, ნიკო ჰულკენბერგი, ასევე დანიელ რიკარდო. მაგრამ სკუდერიამ, რაიკონენთან გაფორმებული კონტრაქტის ერთი სეზონით გაგრძელების უფლება გამოიყენა.

„ასტონ მარტინი“ ელექტრულ „რეპიდს“ გამოუშვებს

Aston Martin Rapide EV Will Reportedly Come With 800 HP, AWD
19 აგვისტო
გამოცემა „ავტომოტივ ნიუსთან“ საუბრისას, „ასტრონ მარტინის“ მთავარმა აღმასრულებელმა ენდი პალმერმა დაადასტურა, რომ მისი კომპანია სედან „რეპიდის“ ელექტრული ვერსიის წარმოებას გეგმავს. მისივე თქმით, ეს ავტომობილი ბაზარზე დაახლოებით ორ წელიწადში გამოვა. მის შემდეგ კი იმავე აგრეგატით აღჭურვილ ქროსოვერ DBX-ის ჯერიც დადგება.