დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, July 29, 2015

„ალფა რომეოს“ ახალი მარკა QV „ბეემვეს“ M-ის ექვივალენტი იქნება

Alfa Romeo’s QV Badge Will Be Equivalent To BMW’s M
29 ივლისი
„კვადრიფოლიო ვერდე“ (QV) - ასე ჰქვია „ალფა რომეოს“ ახალ მარკას, რომლითაც იტალიური კომპანია, თავისი სერიული მოდელების ტემპერამენტიან ვერსიებს გამოუშვებს. ამ მარკით გამოშვებული ავტომობილები, „ბეემვეს“ დივიზიონ „მოტორშპორტის“ (M) მიერ გამოშვებულ ავტომობილებს გაუწევენ კონკურენციას.

„იაგუარ F-პეისს“ ტესტები ურთულეს პირობებში ჩაუტარდა

Jaguar Says New F-Pace SUV Can Handle Extreme Temperatures
29 ივლისი
„იაგუარმა“ თავისი პირველი ქროსოვერის, „F-პეისის“ ოფიცალური ფოტოები გაავრცელა, რომლებზეც ამ ავტომობილის სატესტო ვერსია, ურთულეს მეტეო პირობებში გამოცდების დროსაა გადაღებული. რადგან ეს გლობალური ავტომობილია, ანუ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდება, ტესტებიც რადიკალურად განსხვავებულ კლიმატურ პირობებში - -40-გრადუსიან ყინვასა და +50-გრადუსიან სიცხეში, გაიარა.

კონცეპტი C-BEV „აუდი Q6 e-ტრონის“ წინამორბედი გახდება

2018 Audi Q6 to be previewed by C-BEV concept at Frankfurt
29 ივლისი
„აუდიმ“ თავისი ახალი კონცეპტუალური ავტომობილის, C-BEV-ის ფოტო ტიზერები გამოაქვეყნა. არაოფიციალური ინფორმაციით, ეს კონცეპტი, სერიულ ელექტრულ ქროსოვერ „Q6 e-ტრონის“ წინამორბედი გახდება, რომლის წარმოების შესახებაც, ცოტა ხნის წინ, თვით „აუდის“ მთავარმა ინჟინერმა, ულრიხ ჰაკენბერგმა განაცხადა. ამ კონცეპტის პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება.

Tuesday, July 28, 2015

„რენო“ ფ1-ში თავის მომავალს მალე გადაწყვეტს

 Renault closes in on final F1 future decision
28 ივლისი
„რენო“ ფორმულა 1-ში თავის სტრატეგიასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. უკვე რამდენიმე თვეა, ფრანგული კომპანია და მისი მარკეტოლოგები ამ საკითხს განიხილავენ. მათი მიზანი ისაა, რომ ფ1-ში მიღწეული წარმატებებისგან კომპანიის ბიზნესმა უფრო მეტი იხეიროს. ამასთან, დიდი პრიზების ცირკის დატოვებაც არაა გამორიცხული. „რენოს“ მთავარი მიზანი, ფ1-ში დარჩენაა, ოღონდ რომბებს სურთ, რომ კვლავ საკუთარი გუნდით იასპარეზონ და ამისათვის, „ლოტუსის“ გამოსყიდვას ცდილობენ.

„ასტონ მარტინის“ კლიენტები საგზაო „ვულკანს“ მოითხოვენ

Aston Martin Customers Want A Street-Legal Vulcan
28 ივლისი
„ასტონ მარტინი“ კონცეპტუალურ სუპერ ავტომობილ „ვულკანს“ მომავალ წელს გამოუშვებს, მაგრამ ის მხოლოდ სატრეკო დღეებზე გამოსაყენებლად იქნება გამოსადეგი. მართალია, ამ ავტომობილის საგზაო ვერსიის წარმოებას, პირვანდელი პროექტი არ ითვალისწინებს, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ბრიტანულმა კომპანიამ გადაწყვეტილება შეცვალოს.

გამწევი სატვრთოს ახალი რეკორდი... სიგრძეზე ხტომაში

Check Out The New Record For The Longest Semi-Truck Jump
28 ივლისი
ნახევარმისაბმელიან ავტომობილებს შორის სიგრძეზე ხტომაში მსოფლიოს ახალი რეკორდი (თურმე ასეთიც ფიქსირდება) დამყარდა. ეს გიჟური ტრიუკი ბუტში (შტატი მონტანა) გამართულ ფესტივალ ეველ ნიველ დეისზე შესრულდა. გრეგ გოდფრი, ვისაც წინა რეკორდიც (რომელიც ცალკე აღნიშვნას იმსახურებს) ეკუთვნოდა, ნახევარმისაბმელიანი ავტომობილით 50.6 მეტრზე გადახტა.

Monday, July 27, 2015

„ბორგვარდი“ ფრანკფურტში პრემიერისთვის ემზადება

Borgward Teases Upcoming SUV For Frankfurt
27 ივლისი
54-წლიანი პაუზის შემდეგ, გერმანული საავტომობილო კომპანია „ბორგვარდი“ ბაზარს უბრუნდება. განახლებულმა კომპანიამ ეს ინფორმაცია, ფოტო ტიზერთან ერთად გაავრცელა, რომელზეც საბურველის ქვეშ მდგარი ავტომობილი და მასთან მდგარი, კომპანიის ორი წარმომადგენელია გამოსახული. ამასთან, ეს ავტომობილი ქროსოვერია.

„ფორდმა“ ახალი GT-ს პროტოტიპი ლონდონელებს უჩვენა

2017 Ford GT Prototype Shows Up in London, People Think It’s a Ferrari
27 ივლისი
იმ დროს, როდესაც „ფორდის“ ინჟინრები და სატესტო გუნდი, სუპერ ავტომობილ GT-ს პროტოტიპებს ინტენსიურად ცდიან, ამერიკული კომპანიის ევროპული შტოს მარკეტოლოგებმა, ლონდონში თავიანთი მომავალი სიახლის პირველი გასეირნება მოაწყვეს. ავტომობილი ცენტრალურ ლონდონში, ემბლემების გარეშე დააყენეს. კომპანიის რეპორტიორი გამვლელებს ეკითხებოდა, იცოდნენ თუ არა ამ ავტომობილის შესახებ რამე.

„ტესლას“ ჩინური კლონი

China Creates Very Tesla-Like Concept For Model S Rivaling Electric Sedan
27 ივლისი
ჩინურ საავტომობილო ბიზნესს ერთი თავისებურება აქვს - მისი არაერთი კომპანია, პოპულარულ მოდელებს კოპირებს და მიუხედავად ორიგინალური მოდელების მწარმოებელთა დიდი უკმაყოფილებისა და სასამართლო გარჩევებისა, მაინც არ იშლის თავისას. იმიტომ, რომ გასდის - ჩინურ კომპანიებს ჯერჯერობით განვითარებულ ქვეყნებში ავტომობილები თითქმის არ გააქვთ და იქ დაჯარიმების არ ეშინიათ, შინ კი მათ არავინ აჯარიმებს. დასავლურ კომპანიებს კი მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე საქმის გაფუჭება არ სურთ - თუ ისინი ჩინურ კომპანიებს შეავიწროებენ, ჩინეთში მათ შეუქმნიან პრობლემებს...

Sunday, July 26, 2015

„ბეემვე“ უგზოობის ელექტრომობილის გამოშვებას აპირებს

German Press Claims BMW Is Pondering an All-Electric SUV
26 ივლისი
გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „ბეემვე“ უგზოობის ელექტრომობილის გამოშვებას აპირებს, რომლითაც შესაძლოა, კონკურენციას „ტესლას“ შესაბამისი კლასის „მოდელ X-ს“ გაუწევს. ეს ავტომობილი ბაზარზე ჯერ არ გამოსულა, თუმცა „ტესლა“ მასზე დიდ იმედებს ამყარებს და ბაზრის მიმომხილველებიც თვლიან, რომ ასეთ ავტომობილებს კარგი მომავალი აქვს.

„ლამბორგინი“ უგზოობის „ურუსის“ რამდენიმე ვერსიას გამოუშვებს

Several Special 2018 Lamborghini Urus SUV Models Under Consideration
26 ივლისი
გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას, „ლამბორგინის“ შეფმა შტეფან ვინკელმანმა განაცხადა, რომ მისი კომპანია უგზოობის მოდელ „ურუსის“ რამდენიმე ვერსიას გამოუშვებს. „ჩვენ ამ ავტომობილთან დაკავშირებით, არაერთი იდეა გვაქვს, მაგრამ მათზე საუბარი ჯერ ნადარევია. ჯერ ყველა ვარიანტს განვიხილავთ და თუ ჩვენს კლიენტებს რამე განსხვავებული სურთ, ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ მათი მოთხოვნილება დავაკმაყოფილოთ“, - ამბობს ვინკელმანი.

„ფერარის“ აქციები ნიუ იორკის ბირჟაზე გაიყიდება

Ferrari Officially Files For Initial Public Offering
26 ივლისი
„ფერარიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ თავისი აქციების ნაწილს, გასაყიდად ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე გამოიტანს. იტალიური კომპანიის ჩვეულებრივი აქციები ამჟამად მთლიანად „ფიატ კრაისლერის“ ხელშია. მარანელოელები აცხადებენ, რომ ჩვეულებრივი აქციების ფასი ჯერ არ დაუდგენიათ, თუმცა ის კი გადაწყვიტეს, რომ გასაყიდად მხოლოდ თავიანთი აქციების 10 პროცენტს გამოიტანენ.

ფეტელმა უნგრეთში გამარჯვება ბიანკის ხსოვნას მიუძღვნა

Motor racing-Vettel wins for Ferrari and Bianchi
26 ივლისი
ფორმულა 1-ის მოყვარული უნგრულ ეტაპს იმის იმედით ელოდა, რომ „მერსედესის“ პილოტთა ჰეგემონიის შეწყვეტას იხილავდა. პრაქტიკების და კვალიფიკაციის შემდეგ კი ყველა იმედი გადაიწურა - ლუის ჰამილტონმა ყველა იმაზე მეტად დაჩრდილა, ვიდრე სჩვევია, ნიკო როსბერგი კი ტექნიკის პრობლემების მიუხედავაც მეორე იყო. მაგრამ რბოლისას, სტარტიდანვე ყველაფერი თავდაყირა დადგა.

„ზაუბერი“ ნასრს და ერიქსონს მომავალ სეზონშიც დაიტოვებს

Motor racing-Sauber retain Nasr and Ericsson for 2016
26 ივლისი
უნგრეთის დიდი პრიზის რბოლის წინ, „ზაუბერმა“ გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონისთვისაც ფელიპე ნასრს და მარკუს ერიქსონს დაიტოვებს. არადა, მანამდე იყო ლაპარაკი იმაზე, რომ 22 წლის ნასრის წაყვანა „უილიამსს“ სურს, რომელიც ბრაზილიელი პილოტით, ვალტერი ბოტასს ჩაანაცვლებს. თავის მხრივ, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოტასის კონტაქტი „ფერარიმ“ გამოისყიდა, რომელსაც კიმი რაიკონენის შეცვლა სურს.

Saturday, July 25, 2015

„სუზუკი გრანდ ვიტარა 4სპორტის“ ბრაზილიური დებიუტი

Suzuki Grand Vitara 4Sport launched – Brazil
25 ივლისი
„სუზუკიმ“ ბრაზილიის ბაზარზე, მოდელ „გრანდ ვიტარას“ ვერსია „4სპორტი“ წარადგინა, რომელიც კიდევ უფრო მეტადაა ორიენტირებული უგზოობაზე. მისი კონცეპტუალური ვერსიის პრემიერა, სან პაულუს შარშანდელ მოტორ შოუზე წარადგინა. იაპონურმა კომპანიამ ამ ერთი წლის განმავლობაში, ავტომობილს ინტენსიური ტესტები ჩაუტარა.