Several Special 2018 Lamborghini Urus SUV Models
Under Consideration
26 ივლისი
გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას, „ლამბორგინის“
შეფმა შტეფან ვინკელმანმა განაცხადა, რომ მისი კომპანია უგზოობის მოდელ „ურუსის“
რამდენიმე ვერსიას გამოუშვებს. „ჩვენ ამ ავტომობილთან დაკავშირებით, არაერთი იდეა
გვაქვს, მაგრამ მათზე საუბარი ჯერ ნადარევია. ჯერ ყველა ვარიანტს განვიხილავთ და
თუ ჩვენს კლიენტებს რამე განსხვავებული სურთ, ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის,
რომ მათი მოთხოვნილება დავაკმაყოფილოთ“, - ამბობს ვინკელმანი.
ბრიტანული გამოცემა აკონკრეტებს, რომ „ურუსს“
აუცილებლად ექნება ვერსია „სუპერველოჩე“ (ზესწრაფი) - ამ მეტსახელით, „ლამბორგინი“
თავის ფლაგმან „ავენტადორის“ ვერსიასაც აწარმოებს და უფრო ადრე, „მურსიელაგოს“ ვერსიასაც
უშვებდა. გარდა ამისა, სანტ’აგატა ბოლონეზელები თავიანთი მოდელების ვერსია „სუპერლეგერასაც“
(ზემსუბუქი) აწარმოებენ. დიდი ალბათობით, „ურუსს“ ორივე ამ მეტსახელით ექნება
ვერსიები.
მაგრამ ყველაზე საინტერესო, ძრავების საკითხია.
ერთი შეხედვით, იტალიური კომპანიის განკარგულებაშია V12 ატმოსფერული ძრავი,
რომლითაც საფუძვლიანად ამაყობს. მაგრამ „ლამბოს“ ოფიციალურ პირებს არაერთხელ
უთქვამთ, რომ „ურუსის“ ძრავი, გამონაბოლქვში CO2-ის მინიმალური შემცველობით იქნება
გამორჩეული. ეს კი ნიშნავს, რომ აგრეგატი ან ჰიბრიდული უნდა იყოს, ან ტურბო
კომპრესორით აღჭურვილი. ამ მხრივ კი „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის წევრ „ლამბოს“ დიდი
არჩევანი აქვს.
ადრე იყო ლაპარაკი იმაზე, რომ „ურუსს“ იმავე ქარხანაში
გამოუშვებდნენ, რომელიც „ბენტლი ბენტაიგას“ დაამზადებს. მაგრამ იტალიის მთავრობამ „ლამბო“
დაითანხმა იმაზე, რომ უგზოობის ავტომობილი იტალიაშივე დამზადდეს. უკვე გადაწყდა სანტ’აგატა
ბოლონეზეში არსებული ქარხნის გაფართოება, რის შემდეგაც იქ დამატებით 500 ადამიანს
დაასაქმებენ.
No comments:
Post a Comment