დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, July 26, 2015

„ფერარის“ აქციები ნიუ იორკის ბირჟაზე გაიყიდება

Ferrari Officially Files For Initial Public Offering
26 ივლისი
„ფერარიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ თავისი აქციების ნაწილს, გასაყიდად ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე გამოიტანს. იტალიური კომპანიის ჩვეულებრივი აქციები ამჟამად მთლიანად „ფიატ კრაისლერის“ ხელშია. მარანელოელები აცხადებენ, რომ ჩვეულებრივი აქციების ფასი ჯერ არ დაუდგენიათ, თუმცა ის კი გადაწყვიტეს, რომ გასაყიდად მხოლოდ თავიანთი აქციების 10 პროცენტს გამოიტანენ.
ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე „ფერარის“ აქციების ოპერატორი, საინვესტიციო ბანკი UBS იქნება. იტალიური კომპანიის საერთაშრისო ბიზნესს, მისი ახალი შტო - „ფერარი N.V“ გააკონტროლებს, რომლის ოფისიც ჰოლანდიაში განლაგდება. თუმცა მთავარია, რომ ავტომობილების მწარმოებელი ფაბრიკა და მთავარი ოფისი კი ისევ მარანელოში დარჩება.
„ფერარის“ აქციების ჯამური ღირებულება, 10 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. როგორც „ფიატ კრაისლერის“ თავმჯდომარე სერჯო მარკიონ ამბობს, აქციების იმ 10 პროცენტის გარდა, რომლებიც ნიუ იორკის ბირჟაზე თავისუფლად გაიყიდება, სუპერ ავტომობილების მწარმოებელი იტალიური კომპანიის აქციების 80 პროცენტი, „ფიატ კრაისლერის“ აქციონერებს გადაუნაწილდებათ. დარჩენილ 10 პროცენტს კი ენცო ფერარის შვილი, პიერო ფერარი დაიტოვებს.
ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე „ფერარის“ აქციების გაყიდვები ოქტომბერში დაიწყება.

No comments:

Post a Comment