დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, June 5, 2015

კანადაში ჯერჯერობით უსწრაფესი ჰამილტონია

Motor racing-Hamilton back on top in Canada
5 ივნისი

„ლენდ როვერმა“ მემკვდრეობის მართვის გამოცდილება

Land Rover Opens Heritage Driving Experience In The UK
5 ივნისი
ნათესავი „იაგუარის“ მსგავსად, „ლენდ როვერმაც“ თავისი კლასიკური ავტომობილების მართვის მოსურნეთათვის, სპეციალური პროგრამა - „მემკვდრეობის მართვის გამოცდილება“ შეიმუშავა. ამისათვის გამოიყო მომხმარებელთა ტესტებისთვის განკუთვნილი სატესტო პოლიგონი, რომელიც ფენ ენდში, ვესტ მიდლენდში მდებარეობს.

„ფერარი დინო“ ბრუნდება

Sergio Marchionne Confirms New Ferrari Dino
5 ივნისი
„ფიატ კრაისლერის“ მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ ოფიციალურად განაცხადა, რომ „ფერარი“ მომცრო კუპეს გამოუშვებს, რომელსაც სახელად „დინო“ დაერქმევა. ეს ინფორმაცია მარკიონემ პირველად ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარს“ გაუმხილა. მისი თქმით, „დინოს“ აღდგენა დროის ამბავი იყო და ეს დრო სწორედ ახლა დადგა. მაგრამ ახალ „დინოს“ ის მისია აღარ ექნება, რაც 1960-70-იან წლებში ჰქონდა.

ანიელის „ფერარი 166 MM“ ვილა დ’ესტეს კონკურსზე

1950 Ferrari 166 MM Ordered By Gianni Agnelli Wins The Public’s Prize At Villa D’Este
5 ივნისი
ვილა დ’ესტეს ელეგანტურობის კონკურსის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე, 1950 წელს გამოშვებული „ფერარი 166 MM“ იყო, რომელიც დამსწრეთა გამოკითხვამ, საუკეთესო ექსპონტად დაასახელა და მის მფლობელს შესაბამისი ოქროს თასი გადაეცა. დახვეწილი გარეგნობის გარდა, რომლის გამოც აღიარება დაიმსახურა, ეს ავტომობილი თავისი საინტერესო ისტორიითაცაა გამორჩეული.

Thursday, June 4, 2015

GP700 - ავსტრალიური ავტომობილი წარმოუდგენელი შესაძლებლობებით

Supercar Stats Define Quantum Performance Vehicles' GP700
4 ივნისი
ამ ავტომობილს გარეგნობით ნუ განსჯით. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის ავსტრალიელმა მამა-შვილმა შვიდწლიანი გარჯის შედეგად შექმნა. მეორეც, ფორმულას სტილის ავტომობილის კოკპიტში მათ როგორღაც ორი ადგილი ჩაატიეს. ეს რა მოსატანია იმასთან, რომ თეორიულად, ავტომობილს, რომლის სახელიცაა GP700, საათში 280 კილომეტრით მოძრაობისას, ამოყირავებულს გავლა შეუძლია.

„ფორდმა“ „შელბი GT350 მუსტანგის“ ატმოსფერული ძრავის მონაცემები გამოაქვეყნა

Ford Shelby GT350 and GT350R Mustangs Rated At 526 HP And 429Lb-Ft Of Torque
3 ივნისი
„ფორდმა“ თავისი სრულიად ახალი, ატმოსფერული V8 ძრავის მახასიათებლები გამოაქვეყნა. ამ აგრეგატით „მუსტანგის“ ორი ვერსია - „შელბი GT350“ და „შელბი GT350R“ აღიჭურვება. 5.2-ლიტრიანი ძრავი 526 ცხენის ძალას (7 500 ბრ/წთ-ზე) და 581 ნიუტონმეტრს (4 750 ბრ/წთ-ზე) გამოუმშავებს. მისი მუშა მოცულობის ყოველი პირობითი ლიტრი 102 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ მაჩვენებლით და საერთო სიმძლავრით, ცისფერი ოვალის ისტორიაში, ყველაზე მძლავრი ატმოსფერული ძრავია, რომელიც საგზაო ავტომობილისთვისაა განკუთვნილი.

Wednesday, June 3, 2015

TVR, გორდონ მარი და „კოსუორტი“ სუპერ ავტომობილს გამოუშვებენ

TVR Working With Cosworth And Gordon Murray To Launch All-New V8 Model In 2017
3 ივნისი
სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია TVR-მ გამოაცხადა, რომ სახელოვან სამხრეთაფრიკელ ინჟინერ გორდონ მარისთან და ძრავების მწარმოებელ კომპანია „კოსუორტთან“ ერთად, სრულიად ახალ სპორტულ ავტომობილზე მუშაობს. ეს არის პირველი ნაწილი TVR-ს ახალი პროგრამისა, რომელიც უახლოეს ათ წელიწადში, მინიმუმ ოთხი ახალი სპორტული ავტომობილის გამოშვებას ითვალისწინებს.

„სუზუკი“ ახალ „ვიტარას“ თავის ევროპელ ბესტ სელერად ხედავს

Suzuki sees Vitara as its best-seller in Europe
3 ივნისი
„სუზუკი“ მოელის, რომ ახალი „ვიტარა“ მალე ევროპაში მისი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდება. ამას კი უგზოობის ავტომობილის დახვეწილი გარეგნობა, ფართო სალონი და საწვავის ეკონომიური მოხმარება განაპირობებს. დაკიდევ, ეს ავტომობილი უერთდება უგზობის სუბკომპაქტური ავტომობილების სეგმენტს, რომელიც ევროპაში ყველაზე მაღალი ტემპით იზრდება.

“SRT ტომაჰავკი“ – 2 590-ცხენისძალიანი ვირტუალური მონსტრი

SRT Tomahawk Vision Gran Turismo Boasts Up To 2,590 HP
3 ივნისი 
„კრაისლერი“ და მისი ქვე-ბრენდი SRT, ამიერიდან ვირტუალურ ვიდეოთამაშ „გრან ტურიზმო 6-ის“ მონაწილეები არიან. ამერიკულმა კომპანიამ, პოპულარული თამაშისთვის ექსკლუზიურად, ერთადგილიანი სუპერ ავტომობილი შეიმუშავა, რომელიც ჰიბრიდული აგრეგატით „აღჭურვა“. ავტომობილის სრული სახელია „ტომაჰავკ ვიჟნ გრან ტურიზმო“ და როგორც მისი ავტორები ამბობენ, მასში ის ტექნოლოგიებია გამოყენებული, რომლებიც ავტოინდუსტრიაში  მომდევნო 20 წელიწადში დაიმკვიდრებს ადგილს.

Tuesday, June 2, 2015

ახალი „ოპელ ასტრა“ - უფრო მსუბუქი, კოხტა და ინოვაციური

Lean, Stylish, Innovative: The New Opel Astra – Fit for Fun
2 ივნისი
„ოპელი“ კომპაქტურ კლასში 1936 წლიდანაა. ამ დროის განმავლობაში, ამ კლასის 10 თაობის 24 მილიონი „კადეტი“ და „ასტრა“ გამოუშვა. და მალე ბაზარზე მე-11 თაობის „ასტრას“ გამოუშვებს, რომელიც მყიდველს კოხტა გარეგნობით, ახალი, მძლავრი და ეფექტური ძრავებით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით მიიზიდავს, რომლების მიზანიც, მართვის გამარტივების და კომფორტის გაუმჯობესების გარდა, უსაფრთხო და იაფი ექსპლუატაციის უზრუნველყოფაცაა.

Monday, June 1, 2015

„პორშე“ ლე მანზე სამი ფერით წარსდგება

Porsche Presents 919 Hybrid Racing Liveries
31 მაისი
ორი კვირაც აღარ დარჩა ლე მანის 24-საათიანი რბოლის სტარტამდე და „პორშემ“ იმ სამი პროტოტიპის (919 LMP1) საბრძოლო ფერები გვიჩვენა, რომლებითაც ისინი სტარტზე გამოვლენ. ავტომობილები წითელ, შავ და თეთრ ფერებშია გამოწყობილი და ყველა ფერი, ცუფენჰაუზენელთა სახელოვან სარბოლო წარსულს და ალბათ ასეთსავე მომავალს უკავშირდება.

Sunday, May 31, 2015

რუსთავის ავტოდრომზე „ფია“-ს ოფიციალური ტრენინგი გაიმართა

30-31 მაისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ინსტიტუტის - ლიცენზირებული მწვრთნელების ტრენინგი. ორდღიანი ტრენინგის მიზანი იყო საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მსაჯების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.

Saturday, May 30, 2015

„ფორდმა“ ვალენსიაში სამი ახალი მოდელის წარმოება დაიწყო

Ford Starts Building S-MAX, Galaxy and Mondeo Vignale In Valencia
30 მაისი
„ფორდმა“ თავის ვალენსიას ქარხანაში, სამი ახალი მოდელის - „S-მაქსის“, „გალაქსის“ და „მონდეო ვინიალეს“ წარმოება დაიწყო. ამგვარად, ამერიკული კომპანია ამ ქარხანაში, ერთადერთ ხაზზე, უკვე ექვს მოდელს აწარმოებს. ჩამოთვლილთა გარდა, იქ ასევე „მონდეოს“, „კუგას“ და „ტრანზიტ კონექტს“ უშვებენ.

არივაბენე რაიკონენს რჩევებს აძლევს - ხუმრობით

Ferrari's Maurizio Arrivabene jokes that he should give Kimi Raikkonen 'homework'
30 მაისი
„მან 100-ჯერ უნდა დაწეროს - კვალიფიკაციაზე უკეთესად უნდა გამოვიდე“, - ასეთ დარიგებას აძლევს „ფერარის“ შეფი მაურიციო არივაბენე თავის პილოტ კიმი რაიკონენს, რომლის მთავარ პრობლემადაც სწორედ კვალიფიკაციაში სასურველზე უარესი შედეგები იქცა, რაც უარყოფითად მოქმედებს მის რბოლაზე. ასე მოხდა მონაკოშიც, რის შემდეგაც არივაბენემ ასე იხუმრა. თუმცა, ეს ხუმრობა სიმართლეცაა და ფინელმა მრბოლმა ამის შესახებ თავადაც არაერთხელ განაცხადა.

Friday, May 29, 2015

„იაგუარ ლენდ როვერი“ გაყიდვებს, მოგების მარჟას და ინვესტიციებს ზრდის

Jaguar Land Rover reports rise in sales, margins and investment
29 მაისი
მართალია, „იაგუარ ლენდ როვერის“ გაყიდვების ზრდის ტემპი ოდნავ შენელდა, მაგრამ ბრიტანულმა კომპანიის მოგება და მოგების მარჟა კვლავ იზრდება. ეს კი მას უფრო მეტი ინვესტიციის საშუალებას აძლევს, რის შედეგადაც, იზრდბა მის სამოდლო გამაში შემავალი ავტომობილების რიცხვი. გარდა ამისა, კომპანია ახალი ამწყობი ქარხნების მშენებლობას აგრძელებს.