დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, May 30, 2015

არივაბენე რაიკონენს რჩევებს აძლევს - ხუმრობით

Ferrari's Maurizio Arrivabene jokes that he should give Kimi Raikkonen 'homework'
30 მაისი
„მან 100-ჯერ უნდა დაწეროს - კვალიფიკაციაზე უკეთესად უნდა გამოვიდე“, - ასეთ დარიგებას აძლევს „ფერარის“ შეფი მაურიციო არივაბენე თავის პილოტ კიმი რაიკონენს, რომლის მთავარ პრობლემადაც სწორედ კვალიფიკაციაში სასურველზე უარესი შედეგები იქცა, რაც უარყოფითად მოქმედებს მის რბოლაზე. ასე მოხდა მონაკოშიც, რის შემდეგაც არივაბენემ ასე იხუმრა. თუმცა, ეს ხუმრობა სიმართლეცაა და ფინელმა მრბოლმა ამის შესახებ თავადაც არაერთხელ განაცხადა.
რაიკონენმა კვალიფიკაციაც და რბოლაც მე-6 ადგილზე დაასრულა. შედარებისთვის, მისი თანაგუნდელი სებასტიან ფეტელი კვალიფიკაციაზე მესამე იყო, რბოლის ფინიშზე კი მეორე მივიდა. მან ფეტელთან 0.6 წამი წააგო. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს ტრაფიკის ბრალიც იყო, რომელმაც ბოლო სწრაფ წრეზე შეუშალა ხელი.
„კიმის პრობლემა კვალიფიკაციაა. რბოლის დროს ვხედავთ, რომ მის გარკვეულ ნაწილში, ის ისეთივე სწრაფი იყო, როგორც სებასტიანი. რა თქმა უნდა, კვალიფიკაციის ბოლოს, მას ტრაფიკმა შეუშალა ხელი. მაგრამ მის წინ მყოფებთანაც ძალიან ბევრი წააგო“, - ამბობს არივაბენე და დასძენს: „თუ ის კვალიფიკაციაზე უკეთ იასპარეზებს, რბოლაში პრობლემა არ გვაქვს, რადგან ვიცით, რომ ამ საქმეში შეუდარებელია. მოკლედ, საშინაო დავალება უნდა მივცე. ასჯერ უნდა დაწეროს - კვალიფიკაციაზე უკეთესი უნდა ვიყო“.
რაიკონენი, რომელსაც მესამე თავისუფალი პრაქტიკის დროს ავარია მოუვიდა, ამბობს: „დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ მანქანა კარგად მუშაობს.ყველაფერი უნდა დალაგდეს, რათა კვალიფიკაციაზე პრობლემები არ შეიქმნას. ნებისმიერ მცირე დეტალსაც კი მნიშვნელობა აქვს. და მე დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი შედეგი მექნება. მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც გვსურდა. იმედი მაქვს, ამას გამოვასწორებთ“.

No comments:

Post a Comment