Land Rover Opens Heritage Driving Experience In
The UK
5 ივნისი
ნათესავი „იაგუარის“ მსგავსად, „ლენდ როვერმაც“ თავისი
კლასიკური ავტომობილების მართვის მოსურნეთათვის, სპეციალური პროგრამა - „მემკვდრეობის
მართვის გამოცდილება“ შეიმუშავა. ამისათვის გამოიყო მომხმარებელთა ტესტებისთვის
განკუთვნილი სატესტო პოლიგონი, რომელიც ფენ ენდში, ვესტ მიდლენდში მდებარეობს.
პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს
შეეძლება. პოლიგონზე არის უგზოობის სექტორები, სადაც კლიენტს ბრიტანული კომპანიის ლეგენდარული
ავტომობილების, „სერის I-ის“, კლასიკური „რეინჯ როვერის“ და ისეთი სამხედრო მანქანების
მართვის საშუალება მიეცემათ, როგორიცაა „101 ფორვარდ კონტროლი“.
„ლენდ როვერი“ ავტომობილებს იმის შესაბამისად მოამზადებს,
როგორებიც ისინი განვითარების განმავლობაში იყვნენ. უფრო მეტიც, მსურველებს ბრიტანული
კომპანიის აბსოლუტურად ყველა კლასიკური და თანამედროვე ავტომობილის მართვის
საშუალება მიეცემათ, რა დროსაც ისინი მათ შორის სხვაობას უკეთ შეიცნობენ.
განსაკუთრებით საინტერესო იქნება „დიფენდერის“ პირველი
სამი და თანამედროვე თაობის ავტომობილების მართვა და მათი თვისებების შედარება.
კლიენტებს თითოეული ავტომობილის მართვა 85 გირვანქა სტერლინგი დაუჯდებათ. არის
იმის საშუალებაც, რომ ავტომობილი გამოცდილმა ინსტრუქტორმა მართოს, რომელიც კლიენტს
„დიფენდერის“ და სხვა მოდელების მართვის თავისებურებებსაც გააცნობს. ამ
შემთხვევაში, გადასახადი 40 გირვანქა სტერლინგი იქნება.
პაკეტში, რომელიც 90 გირვანქა სტერლინგი ღირს, შედის
„ლენდ როვერის“ სამი კლასიკური ავტომობილის - პირველი თაობის „დიფენდერის“, პირველი
თაობის „რეინჯ როვერის“ და სამხედრო დანიშნულების „101 ფორვარდ კონტროლის“ მართვა.
კლიენტი ამ სამიდან სასურველს აირჩევს.
ცალკე პაკეტია გათვალისწინებული „რეინჯ როვერის“
მოყვარულთათვის. მთ 125 გირვანქა სტერლინგს გადაახდევინებენ იმაში, რომ წარსულის
და თანამედროვე „რეინჯების“, მათ შორის, ბოლო თაობისაც, მართვა შეძლონ. ამ
შემთხვევაში, კლიენტი ივლის როგორც ასფალტიან გზებზე, ასევე უგზოობის პირობებშიც.
ყველაზე ძვირი პაკეტი 250 გირვანქა სტერლინგი ღირს და მას ეწოდა „ლენდ როვერი -
კოლექცია“. მის მყიდველს, „ლენდ როვერის“ ყველა ძირითადი მოდელის მართვის საშუალება
მიეცემა.
No comments:
Post a Comment