დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 2, 2014

უახლესი „ფორდ ევერესტის“ პრემიერა გუანჯოუში

All-New Ford Everest Off-Road SUV Unveiled
2 დეკემბერი
გუანჯოუს მოტორ შოუზე, „ფორდმა“ სრულიად ახალი უგზოობის მოდელი, შვიდადგილიანი „ევერესტი“ წარადგინა. ავტომობილი პიკაპ „რეინჯერის“ ბაზაზეა შემუშავებული და შესაბამისად, მისივე ჩარჩოს ტიპის შასიზეა აგებული. მას სრულ ამძრავიანი ტრანსმისია და მომენტის აქტიური გამანაწილებელი ემსახურება, რომელიც ბორბლებს შორის მას საჭიროებისამებრ ანაწილებს.

ემერსონ ფიტიპალდის რბოლებში მონაწილეობას ისევ აპირებს

F1 legend Emerson Fittipaldi keen to race with Christian and Pietro
2 დეკემბერი
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ბრაზილიელმა ემერსონ ფიტიპალდიმ ახლახანს გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ეტაპზე იასპარეზა, რომელიც სან პაულუს ინტერლაგუშზე ჩატარდა. რბოლაში მან „AF კორსე ფერარის“ სარბოლი ავტომობილით მიიღო მონაწილეობა და ეს ისე მოეწონა, რომ განაცხადა, ეს ერთჯერადი დაბრუნება არ იყო და რბოლებში გამოსვლას ისევ ვაპირებო.

Monday, December 1, 2014

„პროლოგი“ - „აუდის“ მომავალი სახე

Audi Prologue Coupe Concept is Ingolstadt's S-Class Coupe
1 დეკემბერი
ამ ავტომობილის დებიუტის შესახებ, „აუდიმ“ ჯერ კიდევ ლოს ანჯელესში მის პრემიერამდე, ფოტო ტიზერების გამოქვეყნებით გვაცნობა. იმთავითვე ცნობილი იყო, რომ კონცეპტუალური „პროლოგ კუპე“, გერმანული კომპანიის ახალი სტილის მაჩვენებელი გახდებოდა. ლოს ანჯელესში, ეს ინფორმაცია კომპანიის შეფმა ულრიხ ჰაკენბერგმა დაადასტურა.

„სუზუკი“ 2017 წლამდე ექვს ახალ მოდელს გამოუშვებს

Suzuki plans six new models by 2017
1 დეკემბერი
„სუზუკი“ თავისი სამოდელო გამის სრულად განახლებას და ახალი ავტომობილებით მის შევსებას გეგმავს. და ამ ყველაფერს 2017 წლამდე აპირებს. ამ გეგმის შესაბამისად, იაპონური კომპანია ბაზარზე ექვს ახალ მოდელს გამოუშვებს. „სუზუკი“ თავის უახლეს საქალაქო ავტომობილ „სელერიოს“ ბრიტანეთის ბაზარზე თებერვალში შეიტანს, სადაც ბოლო ორ წელიწადში წლიური გაყიდვები, 20 000-დან 37 500-მდე გაზრადა.

Sunday, November 30, 2014

„იაგუარ ლენდ როვერის“ ხმოვანი კონტროლის სისტემა

JLR speaks up for voice recognition
30 ნოემბერი
ლოს ანჯელესის მოტორ შუზე, „იაგუარ ლენდ როვერმა“ თავისი მორიგი ტექნოლოიგური სიახლე - სისტემა „ჯასტდრაივ“ წარადგინა. ბრიტანული კომპანიის განმარტებით, ეს სიახლე, სმარტფონის რამდნმე აპლიკაციას ერთ, მარტივ აპლიკაციაში უყრის თავს და მისი გააქტიურება ხმოვანი სიგნალითაა შესაძლებელი. ამ სისტემის შემუშავებაში, „იაგუარ ლენდ როვერს“ კალიფორნიული კომპანია „ქლუდქარი“ მონაწილეობდა. „ჯასტდრაივი“ კომპანია „ეპლის“ „აიფონთანაა“ თავსებადი. მოგვიანებით, ამავე სისტემის „ანდროიდთან“ თავსებადი ვერსიაც მომზადდება.

Friday, November 28, 2014

კარლოს საინს უმცროსი „ტორო როსოში“

Sainz confirmed in all-rookie Toro Rosso line-up
28 ნოემბერი
„ტორო როსოც“ დაკომპლექტდა. ჯერ კიდევ ორი დღის წინ შეიძლებოდა გვეთქვა, რომ იტალიური გუნდი მეორე პილოტად კარლოს საინს უმცროსს აირჩევდა, რადგან „რედ ბულის“ ფარმ გუნდმა ჟან-ერიკ ვერნს კარისკენ ოფიციალურად მიუთითა. დღეს კი ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ჰოლანდიელ თინეიჯერ მაქს ფერსტაპენთან ერთად, მომავალ სეზონში გუნდის ბოლიდით კიდევ ერთი თინეიჯერი - ესპანელი საინსი იასპარეზებს.

„ფორდ ექსპლორერის“ ახალი სახე და ეკობუსტი

2016 Ford Explorer Gets a New Face, 2.3L EcoBoost Engine and Platinum Grade
28 ნოემბერი
„ფორდმა“ თავის პოპულარულ უგზოობის მოდელ „ექსპლორერს“ განახლება ჩაუტარა. სტილის შეცვლის გარდა, რომელსაც რადიატორის ახალი ცხაური და ვიწრო ფარები განსაზღვრავს, მისი ძრავების გამაშიც გამოჩნდა სიახლე. ესაა 2.3-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ეკობუსტი. გარდა ამისა, ამიერიდან ხელმისაწვდომი გახდება სერია „პლატინუმი“ და ახალი ტექნოლოგიები. განახლებული „ექსპლორერის“ გაყიდვები მომავალ ზაფხულში დაიწყება, როცა ცისფერი ოვალი ამ ავტომობილის წარმოების დაწყებიდან 25 წლის იუბილეს აღნიშნავს.

„პორშე“ „პანამერას“ გამას გააფართოებს

Porsche To Expand Panamera Range, No Electric Cars
28 ნოემბერი
ცნობილია, რომ „პორშე“ მეორე თაობის „პანამერაზე“ მუშაობს, რომელიც როგორც ჩანს, მყიდველის წინაშე მცირე ოჯახის სახით წარსდგება. უფრო სწორედ, ცუფენჰაუზენელები მის ბაზაზე რამდენიმე ვერსიის გამოშვებას გეგმავენ. მათ შორის იქნება ვერსია „შუტინგ ბრეიკ“ - ერთგვარი კუპე-უნივერსალი, რომლის კონცეპტუალური ვერსიაც 2012 წელს ვიხილეთ.

ფორმულა 1 და ლე მანი ერთად

Motor racing-Hulkenberg to race F1 and Le Mans next year
28 ნოემბერი
მომავალ სეზონში, მიკო ჰულკენბერგი ფორმულა ერთის გარდა, ლე მანის 24-საათიან რბოლაშიც მიიღებს მონაწილეობას. მან კონტრაქტი გააფორმა „პორშესთან“, რომელმაც ლე მანზე სამი ეკიპაჟით გამოსვლა გადაწყვიტა. და ამ მესამე ეკიპაჟის პირველ წევრად სწორედ „ფორს ინდიას“ გერმანელი პილოტი შეარჩია.

Thursday, November 27, 2014

„ფორდმა“ ვალენსიაში „მონდეო ჰაიბრიდის“ წარმოება დაიწყო

Ford Starts New Mondeo Hybrid Production in Europe
27 ნოემბერი
„ფორდმა“ თავის ვალენსიას ქარხანაში უახლეს სედან „მონდეოს“ ჰიბრიდული ვერსიის, „მონდეო ჰაიბრიდის“ წარმოება დაიწყო. ეს ავტომობილი საწვავის მცირე ხარჯით და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის მცირე შემცველობით გამოირჩევა. და რაც მთავარია, დაახლოებით იმდენივე ღირს, რამდენიც დზელის ძრავით აღჭურვილი ვერსია.

„კადილაკი“ „ბენტლის“ და „როლსის“ კონკურენტს 2029 წლამდე გამოუშვებს

Cadillac Could have a $250,000 Bentley Rival by 2029
27 ნოემბერი
„ჯენერალ მოტორსის“ პრემიუმ ბრენდი „კადილაკი“ გამოცოცხლების პროცესშია. რა თქმა უნდა, მას სამიზნეში გერმანული პრემიუმ ბრენდები აქვს ამოღებული, უფრო შორეულ პერსპექტივაში კი „ბენტლისთან“ და „როლს-როისთან“ კონკურენციასაც კი გეგმავს. ოღონდ, ეს გეგმა იმ შემთხვევაში შესრულდება, თუ მისი მხარდამჭერი, „კადილაკის“ მთავარი აღმასრულებელი იოჰან დე ნისხენი თავის თანამდებობას იმ დრომდე შეინარჩუნებს, როცა მისი განხორციელება იგეგმება.

Wednesday, November 26, 2014

„მაკლარენმა“ შესაძლოა დამატებითი ტესტები ჩაატაროს

McLaren could fit in extra Honda run before 2015 F1 testing starts
26 ნოემბერი
არაა გამორიცხული, რომ ხერესის წინასასეზონო ტესტებამდე, „მაკლარენმა“ კიდვ ერთი ინდივიდუალური ტესტი ჩაატაროს, რა დროსაც „ჰონდას“ უახლესი ძრავის პარამეტრებს შეამოწმებს. საქმე ისაა, რომ აბუ დაბიში ჩატარებული პოსტსეზონური ტესტები, უოკინგელებმა ელექტრონიკის პრობლემების გამო ვერ ჩაატარეს. მათ მხოლოდ სამი სრულფასოვანი წრის გავლა მოახერხეს.

ფორმულა ერთმა ორმაგ ქულებზე უარი თქვა

Formula 1 drops double points and standing restarts for 2015
26 ნოემბერი
ფორმულა ერთის გუნდებმა მოილაპარაკეს, რომ მომავალი სეზონიდან ორმაგი ქულების წესი გაუქმდება. გარდა ამისა, მათ არ მიიღეს ახალი წესი, რომელიც ტრასიდან უსაფრთხოების მანქანის გასვლის შემდეგ, ადგილიდან რესტარტს ითვალისწინებდა. ეს წესი ახალი სეზონიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუ გუნდები მის შემოღებას დათანხმდებოდნენ.

„რეინჯ როვერი“ ელექტრულიც გამოვა

Electric Range Rover to challenge Tesla
26 ნოემბერი
„ლენდ როვერი“ სრულიად ელექტრული მოდელის გამოშვების მიზანშეწონილებას განიხილავს. მისი გამოშვების შემთხვევაში, ავტომობილი „რეინჯ როვერის“ ბრენდით გაიყიდება და ის კონკურენციას „ტესლას“ ელექტრულ ქროსოვერს გაუწევს. ამასთან, ეს იქნება არა ახლანდელი „რეინჯ როვერის“ ელექტრული ვერსია, არამედ ქროსოვერის ტიპის დაბალპროფილიანი ავტომობილი.

ჰამილტონი ნომრის შეცვლას არ აპირებს

Hamilton won’t have number one on his car in 2015
26 ნოემბერი
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ მომავალ სეზონში საჩემპიონო პირველი ნომრით ასპარეზობას არ აპირებს და თავის მანქანას ისევ 44 ნომერს დააწერს. „მე ყოველთვის 44 ნომერი ვიქნები. ამ ნომერს შევინარჩუნებ, რადგან რბოლებში გამოსვლა ამ ნომრით დავიწყე“, - ამბობს ბრიტანელი პილოტი.