2016 Ford Explorer Gets a New Face, 2.3L EcoBoost
Engine and Platinum Grade
28 ნოემბერი
„ფორდმა“ თავის პოპულარულ უგზოობის მოდელ
„ექსპლორერს“ განახლება ჩაუტარა. სტილის შეცვლის გარდა, რომელსაც რადიატორის ახალი
ცხაური და ვიწრო ფარები განსაზღვრავს, მისი ძრავების გამაშიც გამოჩნდა სიახლე. ესაა
2.3-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ეკობუსტი. გარდა ამისა, ამიერიდან ხელმისაწვდომი
გახდება სერია „პლატინუმი“ და ახალი ტექნოლოგიები. განახლებული „ექსპლორერის“
გაყიდვები მომავალ ზაფხულში დაიწყება, როცა ცისფერი ოვალი ამ ავტომობილის
წარმოების დაწყებიდან 25 წლის იუბილეს აღნიშნავს.
გარდა იმისა, რომ რადატორის ცხაურს ახალი დიზაინი
აქვს, მან მაღლაც აიწია. ზრბა ბამპერი მას შუაზე ჰყოფა. ცხაურის ქვედა ნაწილს წვიმის
შხეფებისგან იცავს სპეცალური დაფა. ბამპერის სტრუქტურაში მოთავსებულა U-ს ფორმის, 90
გრადუსით მოტრიალებული ფარები. დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში, მთავარი
და სანისლე ფარებიც შუქდიოდური ბლოკებით შეიცვლება. ასევე ახალია უკან ფარები და
სახურავის კიდეში მოთავსებული სპოილერი.
რაც შეეხება ძრავების გამას, გასაკვირი ის იქნებოდა,
თუ ის ეკობუსტის ახალი აგრეგატით არ შეივსებოდა. 2.3-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი
ტურბო ძრავი შედარებით სუსტია, ვიდრე მისი ის ვერსია, რომელიც უკვე ახალ „მუსტანგზე“
დგას. ის 270 ცხენის ძალას და 406 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ეს ძრავი სერია
ეკობუსტისვე, 2.0-ლიტრიან ოთხცილინდრიანს შეცვლის, რომელიც ახლანდლი „ექსპლორერის“
გამაში შედის.
ახალი 2.3-ლიტრიანი აგრეგატი შევა როგორც საბაზო,
ასევე XLT და შეზღუდული ვერსიების ძრავების გამაში. ის 2.0-ლიტრიან ეკობუსტზე 12.5
პროცენტით მძლავრიცაა და 11 პროცენტით მეტი მაბრუნი მომენტიც აქვს. ცისფერი ოვალის
თქმით, ამ ძრავის დახმარებით, ავტომობილს გასწრების მანევრისას 10 პროცენტით ნაკლები
დრო სჭირდება, როცა ავტომობილის სიჩქარე, 90 კმ/სთ-სა და 120 კმ/სთ-ს შორისაა.
სტანდარტული ძრავი ისევ 3.5-ლიტრიანი V6 ძრავია,
რომელიც 290 ცხენის ძალას და 345 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მასთან წყვილში 6-საფეხურიანი
ავტომატური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. ვერსიები „ექსპლორერ სპორტი“ და „პლატინუმი“,
ამავე ძრავის უფრო მძლავრ ვერსიას მიიღებს, რომელიც 365 ცხენის ძალას და 47400
ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მასთან წყვილში ისევ 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი
იმუშავებს.
ახალი „ექსპლორერის“ კიდევ ერთი სიახლე, სერია „პლატინუმშია“,
რომელიც სტანდარტულთან შედარებით, როგორც ექსტერიერის, ასევე ინტერიერის გაცილებით
მდიდრული გაფორმებით გამოირჩევა. ექსტერიერში სტანდარტულ აღჭურვილობაში შევა შუქდიოდური
ფარები, ორმაგპანელიანი ლუქი, ვერცხლისფერი წინა და უკანა დამცავი დაფები. ამ
ვერსიის ავტომობილები 20-დუიმიან ბორბლებზე დგას.
ტექნოლოგიურ
სიახლეებს შორისაა წინა და უკანა ხედვის კამერები თავისი გამწმენდებით, პარკირების
დამხმარე აქტიური სისტემა, პერპენდიკულარული პარკირების უნარით, სადგომიდან
გამოსვლის დამხმარე და ნახევრად ავტომატური პარალელური პარკირებით, „სონის“ 500-ვატიანი
აუდიო სისტემა, რადიატორის ცხაურის აქტიური ჩამკეტი და საჰაერო ჟალუზები.
No comments:
Post a Comment