McLaren could fit in extra Honda run before 2015
F1 testing starts
26 ნოემბერი
არაა გამორიცხული, რომ ხერესის წინასასეზონო ტესტებამდე,
„მაკლარენმა“ კიდვ ერთი ინდივიდუალური ტესტი ჩაატაროს, რა დროსაც „ჰონდას“ უახლესი
ძრავის პარამეტრებს შეამოწმებს. საქმე ისაა, რომ აბუ დაბიში ჩატარებული პოსტსეზონური
ტესტები, უოკინგელებმა ელექტრონიკის პრობლემების გამო ვერ ჩაატარეს. მათ მხოლოდ
სამი სრულფასოვანი წრის გავლა მოახერხეს.
ბრიტანულმა საჯინიბომ სპეციალურად მოამზადა შუალედური
ბოლიდი MP4-29H, რომელზეც „ჰონდას“ ახალი ძრავი დააყენა. სილვერსტოუნზე გამათული
სარეკლამო გარბენის შემდეგ, ეს მანქანა აბუ დაბიშიც გამოიყვანეს, მაგრამ ტესტები
ფაქტობრივად ჩაიშალა, რაც ტექნიკურმა პრობლემებმა განაპირობა. „მაკლარენს“ აქვს
კიდევ ერთი უფლება იმისა, რომ მანქანა სარეკლამო გადაღებებისთვის გამოიყვანოს ტრეკზე.
გუნდის სარბოლო დირექტორი ერიკ ბუიე ამბობს, რომ
ახლა მანქანას უოკინგში გააგზავნიან, სადაც მას სრული შემოწმება ჩაუტარდება. „ჰონდა“
კი ძრავს დინამომეტრიულ სტენდზე გადაიტანს და ტესტებს იქ გააგრძელებს. თუ ამგვარად
მოხერხდა პრობლემის გამოსწორება, მაშინ ტრეკზე ხელმეორედ გამოსვლა საჭირო აღარ იქნება.
თუმცა, დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ უოკინგელები ამ უფლებას ხერესამდე
მაინც გამოიყენებენ.
ბუიეს
თქმით, აბუ დაბიშ ახალი ჰიბრიდული აგრეგატის მახასიათებლების გამოცდა მაინც არ
იგეგმებოდა. იქ მთავარი მიზანი, მისი შემადგენელი კომპონენტების გამართული
ურთიერთქმედების და სხვადასხვა პარამეტრების მუშაობის შემოწმება იყო. ბულიე
ამბობს, რომ პრობლემების მიუხედავად, ტესტები მაინც პროდუქტიული იყო. სხვა თუ
არაფერი, ის ახალი აგრეგატის ადრეული პრობლემების გამოსწორების საშუალებას იძლევა.
No comments:
Post a Comment