Bloodhound to use Jaguar V8 engine in 1000mph bid
26 ნოემბერი
„იაგუარსა“ და გუნდ „ბლადჰაუნდს“ შორის გაფორმებული
პარტნიორულ-სპონსორული ხელშეკრულება, სარეკორდო ავტომობილ „ბლადჰაუნდ SSC-ს“
„იაგუარის“ წარმოების მექანიკურდამჭირხნიანი V8 ძრავით
აღჭურვასაც ითვალისწინებს. ოღონდ, ეს აგრეგატი მხოლოდ სარაკეტო საწვავის საწვავის
ტუმბოს მოვალეობას შეასრულებს. სწორედ სარაკეტო ძრავის დახმარებით უნდა მიაღწიოს
რაკეტის ტიპის მანქანამ დაგეგმილ სიჩქარეს - 1 000 მლ/სთ-ს (დაახლოებით 1 600
კმ/სთ-ს).
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სარეკორდო ავტომობილი
„იაგუარის“ ძრავით აღიჭურვება, ბრიტანულმა კომპანიამ ლოს ანჯელესის მოტორ შოუზე
გააჟღერა. და ეს პროექტი, „იაგუარსა“ და „ბლადჰაუნდს“ შორის უფრო ფართო თანამშრომლობის
ნაწილია. მათ შორისაა სპონსორობა, ტექნიკური ნაწილი და მარკეტინგული დახმარება.
ცნობისათვის, „ბლადჰაუნდის“ სარეკორდო ავტომობილი
სამი ძრავით აღიჭურვება. მათგან მანქანას ამძრავ ძალას მხოლოდ ორი მიაწვდის.
მათგან ერთია საბრძოლო რეაქტიული „ევროფაიტერ ტაიფუნის“ ძრავი „ევროჯეტ EJ200“,
რომელიც მანქანის აჩქარებას უზრუნველყოფს, მეორე კი - სარაკეტო ძრავი, რომელიც დაახლოებით
77 500 ცხენის ძალის გამწევ ძალას ქმნის. „იაგუარის“ ძრავის დანიშნულება ისაა, რომ
ამ სარაკეტო ძრავისთვის წამში 40 ლიტრი საწვავის მიწოდება უზრუნველყოს. ეს ძრავი „კოსუორტის“
ფორმულა ერთის აგრეგატს ჩაანაცვლებს, რომლის გამოყენებასაც პროექტი ადრეულ ეტაპზე
ითვალისწინებდა.
გარდა ამისა, „იაგუარის“ ავტომობილები, „ბლადჰაუნდის“
თანამშრომლების ტრანსპორტირებასა და კომუნიკაციებს უზრუნველყოფენ. ამისთვის კუპე „F-ტაიპის“
უახლესი სრულ ამძრავიანი ვერსია იმუშავებს, რომლის პრემიერაც იმავე ლოს ანჯელესის
მოტორ შოუზე შედგა. ამ ავტომობილს სამხრეთ აფრიკაში, სადაც რეკორდული გარბენის
შესრულება იგეგმება, უდაბნოს პირობებში (რეკორდული გარბენიც უდაბნოშია) სრულფასოვანი
ტესტები ჩაუტარდა.
„ბლადჰაუნდი“
რეკორდისთვის ტესტებს მომავალ წელს დაიწყებს და წლის ბოლოს, რეკორდული გარბენის
პირველი ეტაპის შესრულებას გეგმავს, რომლის დროსაც, ხმელეთის ახლანდელი რეკორდის (763.035
მლ/სთ, რომელიც ბლადჰაუნდისვე გუნდს ეკუთვნის) გამეორება და 800 მლ/სთ სიჩქარის მიღწევა
იგეგმება. წარმატების შემთხვევაში, 2016 წელს 1 000 მლ/სთ სიჩქარის მიღწევა
იგეგმება.
No comments:
Post a Comment