დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, September 9, 2014

შუმახერი ჰოსპიტლიდან გამოწერეს

Michael Schumacher has left hospital and will continue his rehabilitation at home
9 სექტემბერი
მიხაელ შუმახერმა ლოზანის სარეაბილიტაციო ჰოსპიტალი დატოვა და შინ გაემგზავრა, სადაც რეაბილიტაციის კურსს გააგრძელებს. ფორმულა ერთის შვიდგზის ჩემპიონმა, გასული წლის ბოლოს, საფრანგეთის ალპებში, მთიდან თხილამურებით დაშვებისას მომხდარი ინციდენტის შედეგად, თავის ტვინის მძიმე ტრავმები მიიღო და ნახევარი წელი კომაში გაატარა.

„ფორდ გრინ ზონი“ - უფრო მწვანე გარემოსთვის

Ford и Nokia научат гибриды отключать ДВС в «зеленых зонах»
9 სექტემბერი
„ფორდი“ და ტელეკომუნიკაციების გიგანტი „ნოკია“ ერთობლივად შეიმუშავებენ უახლეს სისტემას, რომელიც ჰიბრიდული მოდელებისთვის იქნება განკუთვნილი. მისი დახმარებით, მძღოლს იმის შესაძლებლობა ექნება, რომ წინასწარ აირჩიოს ადგილები, სადაც მისი ავტომობილის ჰიბრიდული სისტემის შიდაწვის ძრავი თავისით გაითიშება და ავტომობილი ელექტრო ძრავის დახმარებით ივლის.

მეოთხე თაობის „მაზდა MX-5“

This is the All-New 2016 Mazda MX-5
8 სექტემბერი
მეოთხედი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც „მაზდამ“ პატარა როდსტერი MX-5 (იგივე მიატა) გამოუშვა და მყიდველს უკვე მისი მეოთხე თაობა შესთავაზა. ახალი ავტომობილი, წინამორბედებისგან მკვეთრად განსხვავებულია და უფრო აგრესიული შესახედაობა აქვს, თუმცა უფრო ელეგანტურადაც გამოიყურება. ამასთან, წინამორბედზე 100 კილოგრამით მსუბუქია და წინ სამივე თაობის მოდელზე დაბლა განლაგებული სიმძიმის ცენტრიც აქვს.

Monday, September 8, 2014

„უილიამსმა“ ბოტასი და მასა მომავალი სეზონისთვისაც დაიტოვა

UPDATE 1-Motor racing-Williams confirm Bottas and Massa for 2015
8 სექტემბერი
მონცაზე რბოლის წინ, „უილიამსმა“ გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონშიც მისი პილოტები ფელიპე მასა და ვალტერი ბოტასი იქნებიან. გუნდის ხელმძღვანელის როლის შემსრულებელმა კლერ უილიამსმა: „მათ სწორედ ის შეძლეს, რაც გვჭირდებოდა. ამიტომ, ეს იოლი გადაწყვეტილება იყო“.

Sunday, September 7, 2014

ჰამილტონმა იტალიის დიდი პრიზი მოიგო

Motor racing-Hamilton puts pressure on Rosberg with Italy win
7 სექტემბერი
არადა, საშინელი სტარტი აიღო - ნიკო როსბერგის დაწინაურებას ვინ ჩივის, კევინ მაგნუსენი და ფელიპე მასაც წინ „გაეპარა“. მალევე გაირკვა, რომ ჰამილტონის ჩავარდნის მიზეზი, მისი ძრავის მცირე პრობლემა აღმოჩნდა, რაც ბოქსებიდან მალე გაასწორეს. ჰამილტონმა მეათე წრისთვის მაგნუსენიც და მასაც უკან მოიტოვა, როსბერგს კი 29-ე წრეზე გაასწრო, როცა გერმანელმა პირველ მოსახვევში მეორედ დაუშვა შეცდომა და გზას ასცდა. აქედან მოყოლებული, ჰამილტონს ბადალი აღარ ჰყოლია.

Saturday, September 6, 2014

„მაკლარენმა“ შეიძლება ორივე პილოტი შეინარჩუნოს

McLaren could keep same drivers in 2015 – Dennis
6 სექტემბერი
„მაკლარენის“ შეფ რონ დენისის თქმით, არაა გამორიცხული, რომ მომავალი სეზონისთვის მისმა გუნდმა საპრიზო პილოტებად ჯენსონ ბატონი და კევინ მაგნუსენი დაიტოვოს. ამჟამად, ორივე პილოტი იმის მოლოდნშია, შეძლებს თუ არა დენისი სებასტიან ფეტელის, ან ფერნანდო ალონსოს გადაბირებას. თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ორივე თავის გუნდბში გააგრძელებს გამოსვლას.

შემდეგი თაობის „დისქავერი“ „სათავგადასავლო სტილში“ შესრულდება

Next gen Land Rover Discovery to get “adventurous styling”
6 სექტემბერი
უახლესი „დისქავერი სპორტის“ წარდგენის შემდეგ, „ლენდ როვერის“ დიზაინის დირექტორმა ჯერი მაკგოვერნმა ჟურნალ „ავტოქართან“ საუბრისას, Discovery 4-ის შემცვლელზე ისაუბრა, რომელმაც „დისქავერის“ ოჯახში უმაღლესი საფეხური უნდა დაიკავოს. მან ხაზი გაუსვა, რომ ახალ „დისქავერის“ სტილს, „დისქავერი სპორტზე“ მეტად გამოკვეთილი „სათავგადასავლო“ ხასიათი და ფართო ინტერიერი ექნება. მისი გამოშვების სავარაუდო დროდ კი 2016 წელი დაასახელა.

ჰამილტონი მონცას პოულზე

Motor racing-Hamilton beats Rosberg to Italian GP pole
6 სექტემბერი
ლუის ჰამილტონისთვის ეს მაისის შემდეგ პირველი პოულ პოზიციაა. ბოლოს მან რბოლა მოწინავე პოზიციიდან ესპანეთის დიდ პრიზზე დაიწყო. „სკაი სპორტის“ რეპორტაჟისას, ფ1-ის ყოფილმა პილოტმა მარტინ ბრანდლმა აღტაცებულმა განაცხადა, ეს ლუისის ერთ-ერთი საუკეთესო წრეა (გულისხმობს საკვალიფიკაციო წრეებს) ამ სეზონში, თუ საუკეთესო არაო.

Friday, September 5, 2014

ჰამილტონის მანქანაზე ელექტრონიკა გაჭირვეულდა

UPDATE 1-Motor racing-Hamilton suffers electrical gremlins at Monza
5 სექტემბერი
ლუის ჰამილტონს თითქმის ერთი საათი გაუცდა იმის გამო, რომ მის მანქანაზე ელექტრონიკა გაჭირვეულდა. ბოლოს კი მისმა მექანიკოსებმა პრობლემის მიზეზს მიაგნეს და ბრიტანელი ტრასაზე გაუშვეს, სადაც მეორე ადგილს დასჯერდა. პირველი კი, რა თქმა უნდა, ნიკო როსბერგია, რომელმაც თანაგუნდელს სულ რაღაც 0.061 წამით აჯობა. არადა, პირველ პრაქტიკაზე მათ შრის სხვაობა თითქმის 0.8 წამი იყო, ჰამილტონის სასარგებლოდ.

Thursday, September 4, 2014

„პეჟომ“ პარიზისთვის კონცეპტი „ექსალტი“ განაახლა

Peugeot Bringing Updated Exalt Concept to Paris Auto Show
4 სექტემბერი
ეს კონცეპტუალური ავტომობილი ახალი არაა - ფრანგულმა ლომმა ის პირველად პეკინის წლევანდელ მოტორ შოუზე გვიჩვენა. პარიზში კი მის ოდნავ განსხვავებულ ფორმაში ვიხილავთ. ოღონდ, განსხვავება მხოლოდ ფერში იქნება, დანარჩენი კი ყველაფერი იგივე, რაც პეკინში იყო.

არი ვატანენი რუსეთის დიდი პრიზის ბოიკოტს მოითხოვს

Ari Vatanen has called for the Russian Grand Prix to be boycotted
4 სექტემბერი
რალიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ყოფილი ევროპარლამენტარი არი ვატანენი, ფორმულა ერთის მიმდინარე სეზონის ეტაპის, რუსეთის დიდი პრიზის ბოიკოტირებას ემხრობა და ამის საბაბად, უკრაინის კრიზისს და მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებას ასახელებს. ის ამბობს, რომ FIA-ს პრეზიდენტი ჟან ტოდტი ამ მოსაზრებას იზიარებს.

შუმახერი შინ შობამდე დაბრუნდება

Schumacher could return home by Christmas
4 სექტემბერი
ფორმულა ერთის შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება. როგორც მისი მკურნალები ამბობენ, შესაძლოა მან შობის დღესასწაულამდე დატოვოს სარეაბილიტაციო კლინიკა და შინ დაბრუნდეს. ამ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ბუნტე“ ავრცელებს, რომელსაც წყარო ლოზანის კლინიკაში ჰყავს, სადაც შუმახერი სარეაბილიტაციო კურსს გადის.

Wednesday, September 3, 2014

„სუზუკიმ“ მე-4 მილიონი „სვიფტი“ გაჰყიდა

Suzuki Swift Passes 4 Million Sales
3 სექტემბერი
„სუზუკის“ გამაში სუბკომპაქტური ჰეჩბეკი „სვიფტი“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილია. მიუხედავად იმისა, რომ მესამე თაობის ჰეჩბეკი უკვე საკმაოდ მოძველდა, ბაზარზე ის მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც იაპონური კომპანიის ბრიტანულმა ოფისმა გამოაცხადა, ახლახანს მე-4 მილიონე „სვიფტის“ გაყიდვა დაფიქსირდა. უფრო საინტერესო კი ისაა, რომ მეოთხე მილიონის გაყიდვას „სუზუკიმ“ სულ რაღაც, რვა თვე მოანდომა.

„ფორდის“ საუკეთესო ამერიკული აგვისტო 2004 წლის შემდეგ

Ford Announces Best August Sales Since 2004
3 სექტემბერი
„ფორდ მოტორმა“ გამოაცხადა, რომ აგვისტოში ამერიკის ბაზარზე 222 174 ავტომობილი გაჰყიდა, რაც შარშანდელი აგვისტოს გაყიდვებთან შედარებით, 0.4 პროცენტით მეტია. უფრო მეტიც, ეს კომპანიისთვის ბოლო 8 წელიწადში აგვისტოს საუკეთესო მაჩვენებელია ამერიკის ბაზარზე. გარდა ამისა, იანვარ-აგვისტოს პერიოდში, პრემიუმ ბრენდ „ლინკოლნის“ გაყიდვებიც კი 13.4 პროცენტით გაიზარდა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით).

„ლენდ როვერ დისქავერი სპორტი“

New Land Rover Discovery Sport Detailed
3 სექტემბერი
„ლენდ როვერმა“ ინტერნეტით თავისი უგზოობის უახლესი ავტომობილის, „უახლესის“ პირველი ინტერნეტ ჩვენება მოაწყო - გაავრცელა მისი ფოტოები და ოფიციალური ინფორმაცია. ახალი ავტომობილი, ჯერ კიდევ პოპულარულ „ფრილენდერს“ (ამერიკაში LR2) შეცვლის და დასაბამს დაუდებს სრულიად ახალ ქვე-ბრენდ „დისქავერის“, რომელშიც სამი, ან შესაძლოა, ოთხი ავტომობილი გაერთიანდება. „დისქავერი სპორტის“ გაყიდვები მომავალი წლის დასაწყისშ აიღებს სტარტს და კონკურენციას „აუდი Q5-ს“, „ბეემვე X3-ს“ და „მერსედეს-ბენცGLK-ს“ გაუწევს.