Schumacher could return home by Christmas
4 სექტემბერი
ფორმულა ერთის შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერის
მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება. როგორც მისი მკურნალები ამბობენ, შესაძლოა მან შობის
დღესასწაულამდე დატოვოს სარეაბილიტაციო კლინიკა და შინ დაბრუნდეს. ამ ინფორმაციას
გერმანული გამოცემა „ბუნტე“ ავრცელებს, რომელსაც წყარო ლოზანის კლინიკაში ჰყავს,
სადაც შუმახერი სარეაბილიტაციო კურსს გადის.
იმავე გამოცემის ინფორმაციით, შუმახერს ამჟამად
მუდმივი მეთვალყურეობა ესაჭიროება. ოღონდ, ამ ეტაპზე უცნობია, დაუბრუნდა თუ არა 45
წლის ჩემპიონს ცნობიერება. ექიმები ვერ ამბობენ, რა დრო დასჭირდება შუმახერის ნორმალურ
ცხოვრებაში დაბრუნებას, როდის შეძლებს გადაადგილებას, ლაპარაკს, როდის აღიდგენს
მეხსიერებას...
No comments:
Post a Comment