McLaren could keep same drivers in 2015 – Dennis
6 სექტემბერი
„მაკლარენის“ შეფ რონ დენისის თქმით, არაა
გამორიცხული, რომ მომავალი სეზონისთვის მისმა გუნდმა საპრიზო პილოტებად ჯენსონ ბატონი
და კევინ მაგნუსენი დაიტოვოს. ამჟამად, ორივე პილოტი იმის მოლოდნშია, შეძლებს თუ
არა დენისი სებასტიან ფეტელის, ან ფერნანდო ალონსოს გადაბირებას. თუმცა საქმეს
ისეთი პირი უჩანს, რომ ორივე თავის გუნდბში გააგრძელებს გამოსვლას.
თუ ფეტელის და ალონსოს მოწვევა ვერ მოხერხდა,
ბატონს ადგილი პრაქტიკულად გარანტირებული ექნება, რადგან „მაკლარენის“ ახალ
პარტნიორ „ჰონდას“, რომლის ძრავებითაც გუნდი მომავალი სეზონიდან იასპარეზებს, სურს,
რომ გუნდში აუცილებლად იყოს ჩემპიონი. რაც შეეხება მაგნუსენს, მასაც დარჩენის დიდი
შანსი აქვს, რადგან დებიუტანტობის მიუხედავად, გამოცდილ თანაგუნდელს ტოლს არაფერში
უდებს.
„მე კევინის და ჯენსონის თავგამოდებული ფანი ვარ. კევინი
შესანიშნავ სეზონს ატარებს“, - ამბობს დენისი, თუმცა იმასაც დასძენს, რომ სხვა
პილოტებსაც აკვირდება, რათა იცოდეს, ვისზე შეიძლება ხელი მიუწვდებოდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დენისი სიამოვნებით დაიბრუნებდა ლუის ჰამილტონსაც, რომელიც
ამჟამად „მერსედესის“ გუნდში ჩემპიონობისთვის იბრძვის.
თუმცა, დენისს სამქიმიანებში წარმოქმნილი
დაძაბულობის იმედი აქვს, რომელიც სპაზე რბოლისას მომხდარმა ინციდენტმა კიდევ უფრო
გაამწვავა. „ვერავინ წარმოიდგენდა, თუ „მერსედესში“ ასეთი რამ მოხდებოდა და იმის
თქმაც შეუძლებელია, თუ რა სიტუაცია იქნება სეზონის ბოლოს. ეს სულაც არ ნიშნავს,
რომ ჩვენ ავტომატურად შევძლებთ სასურველი პილოტის გადმოყვანას, მაგრამ მთავარია
ვიცოდეთ, კონკრეტულ მომენტში ვინ შეიძლება იყოს ხელმსაწვდომი“, - ამბობს დენისი.
„მაკლარენს“ ადრე გამოცხადებული აქვს, რომ თავისი
პილოტების შესახებ გადაწყვეტილებას, სეზონის დასრულებამდე მიიღებს.
No comments:
Post a Comment