დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, July 30, 2013

„მაკლარენის“ და „ჰონდას“ პარტნიორობა შეიძლება ფ1-ის გასცდეს

McLaren and Honda’s F1 Engine Partnership May Extend to Road Cars
30 ივლისი
მართალია, ფორმულა ერთის მიღმა თანამშრომლობას ამ ეტაპზე ორივე კომპანია გამორიცხავს, მაგრამ დიდი შანსია იმისა, რომ „მაკლარენის“ და „ჰონდას“ პარტნიორული ურთიერთობა მომავალში საგზაო ავტომობილებსაც შეეხოს, - „ავტოქართან“ საუბარში განაცხადა „მაკლარენის“ შეფმა მარტინ უიტმარშმა.

ფ1-ის მომავალი სეზონის კალენდრიდან ინდური ეტაპი ამოვარდა

Indian Grand Prix dropped from Formula 1 in 2014, but back for 2015
30 ივლისი
გაირკვა ერთ-ერთი იმ ეტაპთაგან, რომლებიც მომავალი სეზონის კალენდარში აღარ შევა. ესაა ინდოეთის დიდი პრიზი, რომლის ორგანიზატორებსაც ამ სეზონშიც სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ და ამის გამო, იყო ეჭვი, რომ მიმდინარე სეზონის კალენდარი 18-მდე შემცირდებოდა. ეს ინფორმაცია თვით ბერნი ეკლსტოუნმა დაადასტურა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ თუ ყველაფერი გეგმის შესაბამისად წარიმართა, ინდური ეტაპი 2015 წლის კალენდარში დაბრუნდება.

„ფორდი“ დაკარზე ორი „რეინჯერით“ გამოვა

Ford to enter 2014 Dakar Rally with two purpose-built Rangers
30 ივლისი
„ფორდმა“ დაადასტურა, რომ დაკარის 2014 წლის რბოლაში მიიღებს მონაწილეობას, რაშიც თავისივე სამხრეთაფრიკული დივიზიონი დაეხმარება. ამერიკული კომპანია რალი მარათონზე ორ ეკიპაჟს გამოიყვანს, რომლებიც სპეციალურად მომზადებულ პიკაპ „რეინჯერებით“ იასპარეზებენ. მათგან ერთის საჭესთან არგენტინელი ლუსიო ალვარესი მიუჯდება, მეორესას კი - სამხრეთ აფრიკელი კრის ვისერი.

„სუზუკი“ „ფოლკსვაგენთან“ მოლაპარაკებას ცდილობს

Volkswagen, Suzuki Could Revive Partnership
30 ივლისი
ორი წელია, „სუზუკისა“ და „ფოლკსვაგენს“ შორის დავა მიმდინარეობს, რომელიც მათ შორის ადრე გაფორმებული პარტნიორობის პირობების დარღვევას მოჰყვა. სააგენტო ბლუმბერგმა მოიპოვა ინფორმაცია, რომელიც გვაუწყებს, რომ შესაძლოა, კომპანიებმა პარტნიორბის გაგრძელებაზეც კი მოილაპარაკონ. მაგრამ თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, საქმე ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს დაუბრუნდება.

Monday, July 29, 2013

„მერსედესი“ პირველ 9-საფეხურიან ავტომატს „E350 ბლიუტეკზე“ დააყენებს

Mercedes Introduces its First 9-Speed Automatic Gearbox on the E350 BlueTEC
29 ივლისი
სულ რამდენიმე წლის წინ, საავტომობილო სამყაროში, უფრო სწორედ კი მის პრემიუმ სეგმენტში, აქტუალური თემა ეგრეთ წოდებული ცხენის ძალების ომი იყო. ამ ომის დროს პრესტიჟულად ითვლებოდა, თუ ამ სეგმენტში მომუშავე კომპანია, თავის ავტომობილს კონკურენტზე მძლავრი ძრავით აღჭურვავდა. მაგრამ დრო სწრაფად შეიცვალა და ცხენის ძალების ომი, საფეხურების ომმა შეცვალა - ტრანსმისიებში გადაცემის საფეხურების რიცხვი თანდათან მატულობს და უკვე ცხრას მიაღწია. და როგორც ირკვევა, არც ესაა ზღვარი.

„პორშე“ პლაგ-ინ „პანამერასაც“ გამოუშვებს

Porsche bullish on plug-in Panamera
29 ივლისი
„პორშე“ იმედოვნებს, რომ „პანამერას“ პლაგ-ინ ჰიბრიდული ვერსია „პანამერა S E-ჰაიბრიდი“ 10 000 ცალი გაიყიდება. ეს „პანამერას“ სამოდელო გამის სასიცოცხლო ციკლის გლობალური გაყიდვების დაახლოებით 10 პროცენტია და პირველ ჰიბრიდულ მოდფიკაციაზე ორჯერ მეტი. გერმანულ კომპანიას ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს ის გარემოება აძლევს, რომ პლაგ-ინ ჰიბრიდულ „პანამერას“ ჩვეულებრივ ჰიბრიდულ ვერსიაზე გაცილებით უკეთესი მახასიათებლები აქვს.

„ალფა რომეო სპაიდერს“ 170 ცხენის ძალა ექნება

Alfa Romeo Spider to get 168bhp
29 ივლისი
„ალფა რომეოს“ უახლესი ღია სპორტული ავტომობილი, რომელიც ამ ეტაპზე „სპაიდერის“ სახელითაა ცნობილი და რომლის შექმნაშიც, იტალიურ კომპანიას პარტნიორობას „მაზდა“ უწევს, ბაზარზე 2015 წელს გამოვა, თუმცა მასზე უკვე პირველი კონკრეტული ინფორმაცია ვრცელდება. ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქარის“ ცნობით, ავტომობილი 168-ცხენისძალიანი ძრავით აღიჭურვება. ავტომობილს მსუბუქი მზიდი აგებულება ექნება და რა თქმა უნდა, ის თანამედროვე სტილში შესრულდება.

„ბეემვეს“პირველი სერიული ელექტრო მობილის პრემიერა

New BMW i3 Officially Introduced, Sales Begin this Fall
29 ივლისი
„ბეემვემ“ თავის პირველ სერიულ ელექტრომობილს, ჰეჩბეკ i3-ს ორიგინალური მსოფლიო პრემიერა მოუწყო - ავტომობილს საბურველი ერთდროულად სამ ქალაქში - ლონდონში, ნიუ იორკსა და პეკინში ახადეს. და ამიერიდან, ელექტრომობილების სერიულად მწარმოებელთა ჯერჯერობით მოკლე სიას, კიდევ ერთი კომპანია შეემატა. მოსწონთ, თუ არა ეს ბავარიული კომპანიის თაყვანისმცემლებს, „ბეემვე“ უკვე გახდა ელექტრომობილების მწარმოებელი.

„ფორდი“ ძველ და ახალ პიკაპ F-150-ს ერთდროულად გამოუშვებს

Ford to build current, next F-150 pickup at same time, report says
29 ივლისი
„ფორდ მოტორი“ თავის პოპულარულ პიკაპ F-150-ის ერთდროულად ორი, ძველი და ახალი თაობის მოდელების წარმოებას აპირებს. ოღონდ, ეს მხოლოდ ექვს თვეს გასტანს და ამის მიზეზი ისაა, რომ მიწოდებისას ჩავარდნები გამოირიცხოს. ამერიკული კომპანია ახალი პიკაპის წარმოების დაწყებას მომავალი წლის ივლისში გეგმავს. ძველი მოდელის წარმოება კი იმავე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

Sunday, July 28, 2013

„პორშე პანამერა 4S ექსეკუტივ“ თბილისში

28 ივლისი
„პორშე პანამერას“ მინი ოჯახი უკვე ათ წევრს ითვლის და მათგან ერთ-ერთი უახლესის, „პორშე პანამერა 4S ექსეკუტივის“ შეძენა უკვე თბილისშიც არის შესაძლებელი. გერმანული კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი თბილისში, კომპანია „თეგეტა პრემიუმ ვიიქლი“ ქართველ მომხმარებელს უკვე ამ სპორტული სედანის სააღმასრულებლო ვერსიას სთავაზობს, რომელიც უახლესი, 3.0-ლიტრიანი V6 წყვილ ტურბოიანი ძრავითაა აღჭურვილი.

„ჰონდას“ შეხვედრა მედიასთან

28 ივლისი 
„ჰონდას“ ოფიციალური დილერი საქართველოში, კომპანია „სენა მოტორსი“, ამიერიდან მყიდველს ორ უახლეს ავტომობილს - უგზოობის კომპაქტურ მოდლ CR-V-ს და სედან „აკორდს“ შესთავაზებს. ამასთან დაკავშირებით, შოურუმ „ჰონდა თბილისში“, მედიისთვის სპეციალური მიღება და სახელდახელო ტესტ დრაივი ჩატარდა.

ჰამილტონმა უნგრეთში ისევ პოულიდან მოიგო

Hungary gives Hamilton his first win for Mercedes
28 ივლისი
ლუის ჰამილტონმა მეოთხედ მოიგო უნგრეთის დიდი პრიზი და ამ მაჩვენებლით, მიხაელ შუმახერს გაუტოლდა. ამ ორ მრბოლს, ჰუნგარორინგზე გამარჯვების თასი ყველაზე მეტჯერ აქვთ აწეული. უნგრულ გაუსაძლის სიცხეში, ბრიტანელმა მრბოლმა „მერსედესის“ მანქანით პირველად მოიგო. მან ამ გამარჯვებას თავის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უწოდა.

Saturday, July 27, 2013

ჰამილტონის ზედიზედ მესამე პოული

Hamilton scorches to third pole in a row
27 ივლისი
ლუის ჰამილტონს უნგრეთის დიდი პრიზი „მაკლარენით“ სამჯერ აქვს მოგებული, მაგრამ ამჯერად ჰუნგარორინგზე „მერსედესით“ ასპარეზობს და მართალია, მოგების მცირე შანსი აქვს, მაგრამ კვალიფიკაციაზე მაინც გამოიჩინა თავი და ზედიზედ მესამე, ამ სეზონში კი მეოთხე პოული მოიპოვა.

Friday, July 26, 2013

სუბარუ ფრანკფურტში ორ ნაცნობ კონცეპციას წარადგენს

Subaru WRX Concept to Make European Debut at Frankfurt
26 ივლისი
იმ შემთხვევაში, თუ „სუბარუს“ ფრანკფურტის მოტორ შოუსთვის რაიმე სიურპრიზი არ აქვს მომზადებული, მის სტენდზე, სერიულ ავტომობილებთან ერთად, ორ უკვე ცნობილ კონცეპტუალურ ავტომობილსაც ვიხილავთ. ერთია ქროსოვერი „ვიზივი“, მეორე კი სპორტული სედან WRX, რომლის სახელიც, რალის მსოფლიო ჩემპიონატთან კავშირზე მიგვანიშნებს.

„აუდი“ ჩინეთისთვის პლაგ-ინ ჰიბრიდულ ავტომობილს ამზადებს

Audi Readying Plug-in Hybrid for the Chinese Market
26 ივლისი
„აუდიმ“ გამოაცხადა, რომ ჩინური ბაზრისთვის, პლაგ-ინ ჰიბრიდულ ელექტრო მობილს შეიმუშავებს. გერმანულ კომპანიასთან ერთად, ამ პროექტზე მისი ჩინელი პარტნიორის, კომპანია FAW-ის (იშიფრება, როგორც ფირსტ ავტომოტივ ვორკს) სპეციალისტებიც იმუშავებენ.