ახლა, როდესაც ლუის ჰამილტონი უკვე ოფიციალურად გახდა
„მერსედესის“ გუნდის წევრი, ის ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ
ბრეკლიში (ბრიტანეთი) ბაზირებულ სამქიმიანებს, ფ1-ის ელიტაში შესვლაში შეუწყოს
ხელი.
„სუზუკიმ“ ახალი, მეხუთე ტაობის „ვეგონ R-ის“
გაყიდვა იაპონიაში ახლახანს დაიწყო. ეს პატარა ავტომობილი ეგრეთ წოდებული მსუბუქად
ჰიბრიდირებულია და უფრო დახვეწილი გარეგნობითაც გამოირჩევა. ახალ „ვეგონ R-ს“
ბევრი ღირსება აქვს, თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვი, რომ იაპონურ
კომპანიას ასეთი სახით, ტოკიოს ავტო სალონზე გაეტანა.
არაა გამორიცხული, რომ მალე სახელი „ბრებჰემი“
ფორმულა ერთში დაბრუნდეს. უკვე დიდი ხანია, რაც სამგზის მსოფლიო ჩემპიონის,
ავსტრალიელი სერ ჯეკ ბრებჰემის მიერ დაარსებული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატში აღარ
მონაწილეობს. ერთ დროს მას ბერნი ეკლსტოუნი უძღვებოდა, მაგრამ 1992 წელს გუნდი
გაკოტრდა.
Ford Fusion Energi Plug-In Hybrid Gets 100 MPGe
Combined Rating
2 იანვარი
„ფორდი“ ძალიან გააქტიურდა. ყველაფერი სამი წლის
წინ დაიწყო, როდესაც ცისფერმა ოვალმა უარი თქვა აშშ-ის მტავრობის დახმარებაზე,
ურომლისოდაც „ჯენერალ მოტორსს“ და „კრაისლერს“ გადარჩენა არ ეწერათ. სხვა
ფაქტორებთან ერთად, დირბორნელებს იმ ფაქტმაც უშველა, რომ მათ
რესტრუქტურიზაციისთვის აუცილებელი თავისუფალი ფინანსები ჰქონდათ.
FIA Formula E Teased - EV Racer Gets Driven
Through Rome
2 იანვარი
ფორმულა E პირველი სეზონისთვის ემზადება. უკვე შერჩეულია
მისი ფორმატი, შედგენილია რეგლამენტი, შემუშავებულია ღიაბორბლიანი სარბოლი
ავტომობილის კონსტრუქცია და დამზადებულია მისი პირველი პროტოტიპი. უკვე
განსაზღვრულია ისიც, რომ ახალი სერიის ევოლები, მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში ჩატარდება.
„პეჟოს“ ძნელი დრო აქვს - ფრანგული კომპანია,
რომლის კეთილდღეობაც მეტწილად ევროპულ ბაზარზეა დამოკიდებული, ფინანსურ კრიზისს
განიცდის. ამ კრიზისის დაძლევის უებარ საშუალებად კი მისმა მარკეტოლოგებმა
გაყიდვების გლობალიზაცია მიიჩნიეს და ამ მიზნის მისაღწევად, რეორგანიზაციას
ატარებენ, რომლის ფარგლებშიც, მანქანების სახელების ახალი სისტემა შეიმუშავეს.
Ferrari promises it won't be underdog in 2013
Formula 1 title race
30 დეკემბერი
„ფერარიში“ დარწმუნებულები არიან, რომ მომავალ სეზონში
მდევრის როლში ყოფნა აღარ მოუწევთ. გუნდს ახალი სტრატეგია აქვს არჩეული და იმედოვნებს,
რომ ფერნანდო ალონსოს თავიდანვე კონკურენტუნარიანი მანქანით უზრუნველყოფს, რაც
ესპანელს ტიტულის მოპოვებაში დაეხმარება.
ახლახანს „იაგუარმა“ გააჩერა პროექტი, რომელიც
ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ C-X75-ის გამოშვებას ითვალისწინებდა. სამაგიეროდ, როგორც
გამოცემა „ავტო ექსპრესი“ იტყობინება, იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც ფორმულა ერთის
გუნდ „უილიამსთან“ პარტნიორობით შეიმუშავა, ბრიტანული კომპანია თავის სხვა მოდელებზე
დანერგავს.
Toyota forecasts record 2013 sales on overseas
auto demand
30 დეკემბერი
„ტოიოტა“
წელს გაყიდვებში მსოფლიო ლიდერობას დაიბრუნებს. თუმცა, ამას არ დასჯერდება და
მომავალ წელს რეკორდულ გაყიდვებს გეგმავს. კერძოდ, გაყიდვების მოცულობა 2 პროცენტამდე
უნდა გაიზარდოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 9.91 მილიონ
ავტომობილს გაჰყიდის. ამ რიცხვში შევა „ტოიოტას“ ჯგუფში შემავალი იაპონური კომპანიების
- სატვირთო ავტომობილების მწარმოებელ „ჰინო მოტორსის“ და პატარა ავტომობილების
წარმოებაზე სპეციალიზებული „დაიჰაცუ მოტორსის“ მონაცემები.
„ფორდ C-მაქს ჰაიბრიდის“ გაყიდვები ორი თვის
დაწყებულია და ის უკვე არნახული პოპულარობით სარგებლობს. თანამედროვე ჰიბრიდებს
შორის, გაყიდვების პირველ ორ თვეში, ასეთი პოპულარობით, სხვა ვერცერთი ჰიბრიდი ვერ
დაიკვეხნიდა. მარკეტოლოგთა შეფასებით, ამის მიზეზი, კარგი მართვადობა, ეკონომიურობა
და დახვეწილი დიზაინია.
„ფერარი“ თავისი ახალი სარბოლი ავტომობილის აეროდინამიკას
კიოლნში დაამუშავებს. ამისათვის კი „ტოიოტას“ ფორმულა ერთის ყოფილი გუნდის აეროდინამიკურ
მილს გამოიყენებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მარანელოში არსებული მილი (ფოტოზე)
არასწორადაა დაკალიბრებული და ამის გამო, მანქანის აეროდინამიკური სრულყოფა
შეუძლებელია.
British Designer Envisions an Entry Level Range
Rover Small Crossover for Two
29 დეკემბერი
„ლენდ როვერს“ დიდი გეგმები აქვს - სამოდელო გამის 16-მდე
გაფართოებას აპირებს. ერთ-ერთი ახალი ავტომობილი, რომელიც ბრიტანულ კომპანიას ამ
გეგმის შესრულებაში დაეხმარება, „ევოკზე“ მომცრო ქროსოვერია. თანაც, ახალგაზრდა
თაობისთვის განკუთვნილი მანქანა უნდა იყოს.
Hyundai Elantra Sets New Sales Record in the
States
29 დეკემბერი
ორი-სამი თვე, „ჰიუნდაის“ რეკორდულ გაყიდვებზე
ინფორმაციები მიწყნარდა, მაგრამ წლის ბოლოს, კორეულმა კომპანიამ კიდევ ერთხელ,
მორიგი რეკორდული მაჩვენებლით შეგვახსენა თავი - წლის დასრულებამდე ორი კვირით
ადრე, შტატებში თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი „ელანტრა“, 186 361
ცალი ჰქონდა გაყიდული.
Meet the Smart Fortwo that should be competing in
the 2013 Dakar Rally
29 დეკემბერი
დაკარის რბოლაში, რომელიც 5 იანვარს აიღებს სტარტს,
შესაძლოა მონაწილეობა „სმარტის“ ავტომობილმაც მიიღოს. სპეციალურად მომზადებული
ავტომობილის (რომლის სახელიცაა სმარტ დაკარი) საჭეს, ესპანელი ხოსე ლუის ალვარესი უნდა
მიუჯდეს.
The Top 10 Cars Most Likely to be Targeted by
Thieves in Britain
29 დეკემბერი
სადაზღვევო კომპანია „სუიფტქოვერმა“ გამოაქვეყნა იმ
ავტომობილების ტოპ ათეული, რომლებიც ბრიტანელ ავტოგამტაცებლებს შორის ყველაზე მეტი
პოპულარობით სარგებლობს. ათეულს კი სათავეში ბრიტანელებისთვის საამაყო „ლენდ როვერ
დეფენდერი“ მოექცა.