დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, January 2, 2013

პლაგ-ინ ჰიბრიდული „ფორდ ფიუჟენ ენრჯი“ – 2.35 ლ/100 კმ


Ford Fusion Energi Plug-In Hybrid Gets 100 MPGe Combined Rating
2 იანვარი
„ფორდი“ ძალიან გააქტიურდა. ყველაფერი სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც ცისფერმა ოვალმა უარი თქვა აშშ-ის მტავრობის დახმარებაზე, ურომლისოდაც „ჯენერალ მოტორსს“ და „კრაისლერს“ გადარჩენა არ ეწერათ. სხვა ფაქტორებთან ერთად, დირბორნელებს იმ ფაქტმაც უშველა, რომ მათ რესტრუქტურიზაციისთვის აუცილებელი თავისუფალი ფინანსები ჰქონდათ.

დღეს კი ამერიკული კომპანია ძალიან მოძლიერდა. განსაკუთრებით კი ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მხრივ აქტიურობს, რისი წყალობითაც, მისი ავტომობილები, საწვავის ეკონომიური ხარჯით გამოირჩევა. და რა თქმა უნდა, „ფორდი“ ეკოლოგიური ავტომობილების შემუშავების მხრივაც აქტიურობს. ამის დასტურია ბაზარზე ახლახანს გამოსული ჰიბრიდული „C-მაქს ჰაიბრიდის“ შესაშური (ტოიოტასთვისაც კი) გაყიდვები.
და ეს ყველაფერი არაა, რითაც ცისფერი ოვალი გვაკვირვებს. ამერიკულ კომპანიას ჰიბრიდიზაციის და გლობალიზაციის ძალიან აგრესიული პოლიტიკა აქვს არჩეული, რასაც თავისი შედეგები მოაქვს და როგორც ჩანს, მალე „ფორდი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საავტომობილო კომპანია გახდება.
„ფორდის“ სამხრეთ აფრიკელი და ჩრდლოამერიკელი დილერები მალე მიიღებენ საშუალო ზომის სედან „ფიუჟნის“ პლაგ-ინ ჰიბრიდულ ვერსია „ენერჯის“, რომელმაც ახლახანს, აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოსგან (EPA), საწვავის ხარჯის ოფიციალური მაჩვენებელი მიიღო. და ეს მაჩვენებელი, ჯერჯერობით საუკეთესოა ამ ტიპის სერიული ჰიბრიდებისთვის. EPA-ს მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში წერია, რომ „ფორდ ფიუჟენ ენრჯი“, კომბინირებული ციკლით მოძრაობისას, 100 კილომეტრის გასავლელად მხოლოდ 2.35 ლიტრ ბენზინს მოიხმარს. ეს არის საშუალო მაჩვენებელი ქალაქსა და მაგისტრალზე მოძრაობას შორის. პირველ შემთხვევაში, ხარჯი მხოლოდ 2.18 ლიტრია, მაგისტრალზე კი - 2.40 ლიტრი.
ამ მონაცემებით, „ფიუჟნ ენერჯი“ თავის მთავარ კონკურენტებს, „ტოიოტა პრიუსის“ პლაგ-ინ ჰიბრიდულ ვერსიასაც სჯობს (2.48 ლიტრი) და შევროლე ვოლტსაც (2.40 ლიტრი). რაც მთავარია, მათზე გაცილებით უკეთ გამოიყურება. რაც შეეხება ფასს, 39 495 დოლარი ცოტა არაა, თუმცა დაახლოებით ამავე ფასის და უფრო დაბალი კლასის კონკურენტებთან უპირატესობას მაინც „ფორდის“ ჰიბრიდულ ელექტრომობილს მიანიჭებს.

No comments:

Post a Comment