Ferrari to develop 2013 car in Cologne
29 დეკემბერი
„ფერარი“ თავისი ახალი სარბოლი ავტომობილის აეროდინამიკას
კიოლნში დაამუშავებს. ამისათვის კი „ტოიოტას“ ფორმულა ერთის ყოფილი გუნდის აეროდინამიკურ
მილს გამოიყენებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მარანელოში არსებული მილი (ფოტოზე)
არასწორადაა დაკალიბრებული და ამის გამო, მანქანის აეროდინამიკური სრულყოფა
შეუძლებელია.
ამჟამად, მარანელოს აეროდინამიკურ მილს
რეკონსტრუქცია უტარდება და მისი ამოქმედება მხოლოდ აგვისტოში მოხერხდება. მანადმე
კი, „სკუდერია“ თავის მანქანაზე კიოლნში იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას
ესპანური გამოცემა „ელ მუნდო დეპორტივო“ და გერმანული „კიოლნერ ექსპრესი“
ავრცელებენ.
კიოლნში „ტოიოტას“ ფ1-ის გუნდის ძველი ბაზა მდებარეობს,
სადაც იაპონური გუნდი თავის ბოლიდებს ქმნიდა. მაგრამ ფოქმულა ერთიდან წასვლის შემდეგ,
იაპონური კომპანია ამ ბაზას სხვა მოტორსპორტული აქტივობებისთვის იყენებს და
თავისუფალ დროს, აქირავებს კიდეც.
კითხვაზე, რატომ აირჩია მისმა გუნდმა კიოლნის აეროდინამიკური
მილი, „ფერარის“ გუნდის შეფი სტეფანო დომენიკალი ამბობს, რომ ორ მილში მუშაობა
ძალიან სარისკო იქნებოდა. იგივეს ადასტურებს „ფერარის“ პრეზიდენტი ლუკა დი
მონტეძემოლო. მისი თქმით, კიოლნის მილში მუშაობისას, „ფერარის“ აეროდინამიკის
სპეციალისტები შეცდომებისგან დაზღვეულები იქნებიან.
დი მონტეძემოლო თავს იმით იმართლებს, რომ კიოლნის
მილის მუდმივ მომხმარებელთა შორის „მაკლარენიცაა“, რომელიც ყოველთვის ახერხებს
საკუტარი ბოლიდის აეროდინამიკურად დახვეწას და სეზნის მსვლელობისას სწრაფადაც
ნერგავს სიახლეებს.
No comments:
Post a Comment