Motor racing-Rosberg again denies Hamilton his
50th pole
10 ოქტომბერი
მაგრამ მთავარი ისაა, რომ „მერსედესის“ ორივე
პილოტი, სასტარტო რიგში წინა ორ პოზიციაზე დადგება. სამქიმიანებს სოჭშივე შეუძლიათ
კონსტრუქტორთა თასის ზედიზედ მეორედ მოპოვება. ამისათვის საკმარისია, რომ „ფერარიზე“
სამი ქულით მეტი აიღონ. ეს კი ძნელი არ უნდა იყოს. ნიკო როსბერგმა კი ამ სეზონში
სულ მესამე პოული მოიპოვა.
ლუის ჰამილტონმა, ვისაც ამ სეზონში გამართული 15 საკვალიფიკაციო
რბოლიდან, 12 აქვს მოგებული, მეორე სწრაფი წრე ბოლომდე არ გაიარა, რადგან მის
საწყის ეტაპზე შეცდომა დაუშვა და როსბერგს მაინც ვეღარ აჯობებდა. ცნობისათვის, „მერსედესის“
პილოტებმა სოჭის პირველი რბოლაც წინა რიგიდან დაიწყეს, ოღონდ მაშინ პოულზე
ჰამილტონი დადგა და რბოლაც მან მოიგო.
„პრაქტიკაზე ბევრი არ გვივლია, მაგრამ კვალიფიკაციაზე
ყველაფერი კარგად აეწყო და მანქანაც კარგად მუშაობდა. აქ ჩვენთვის მთავარი კონსტრუქტორთა
ჩემპიონატის მოგებაა. საოცარი იქნება, თუ ზედიზედ მეორე ტიტულს ასე ადრე გავინაღდებთ.
მოკლედ, ამისათვის ვიბრძოლებთ. იმავდროულად, ლუისთან ქულებში ჩამორჩენის
შემცირებასაც ვეცდები“, - განაცხადა როსბერგმა.
კვალიფიკაციის დაწყებამდე, მესამე პრაქტიკის დროს,
მძიმე ავარია მოუვიდა „ტორო როსოს“ კარლოს საინს უმცროსს, რომელიც მალევე ჰოსპიტალში
გადაიყვანეს. მართალია, სკანირებამ ესპანელ პილოტს ტრავმა ვერ აღმოუჩინა, მაგრამ ის
იქ მაინც ერთი ღამით დარჩება. და ამის მიუხედავად, რბოლის სტიუარდებმა სტარტზე დადგომის
უფლება მისცეს.
სოჭის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:37.113
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:37.433
3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:37.912
4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:37.965
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:38.348
6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:38.659
7. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:38.691
8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:38.787
9. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:38.924
10. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:39.728
- - - - - - - - - -
11. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:39.214
12. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:39.323
13. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:39.763
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 1:39.811
15. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:39.895
- - - - - - - - - -
16. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:40.144
17. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:40.660
18. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 1:43.693
19. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 1:43.804
20. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) DNS
No comments:
Post a Comment