Bloodhound SSC Land Speed Record Car To Debut On
September 25
19 სექტემბერი
ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რიჩარდ ნოუბლმა
და მისმა გუნდმა, სახელად „ბლადჰაუნდ“, ახალი სარეკორდო ჰიბრიდული ავტომობილის
მასშტაბური მოდელი წარმოადგინა. და აი, ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ახალ რეკორდს
დამყარებისთვის კამპანია ოფიციალურად სტარტს 25 სექტემბერს აიღებს.
სარბოლო ავტომობილ-რაკეტის წარდგენის ცერემონია ლონდონში,
ისტ ვინტერგარდენში გაიმართება. დასწრება უფასოა, თუმცა დასწრების მსურველებს
მხოლოდ განსაზღვრული დროით დასწრების საშუალება მიეცემათ, რის შემდეგაც, მათ
ცერემონიის ადგილი უნდა დატოვონ და ადგილი სხვა მნახველს დაუთმონ.
ცნობისათვის, ამჟამად ხმელეთზე სიჩქარის მსოფლიო
რეკორდი, იმავე ნოუბლის მიერ შექმინლ „თრასტ SSC-ს“ ეკუთვნის, რომელმაც 1997 წელს,
ორი ცდის ჯამში, 1 228 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. სარეკორდო
ავტომობილ-რაკეტის საჭესთან ბრიტანეთის სამეფოს საჰაერო ძალების ოფიცერი, ენდი გრინ
იჯდა და ახალი რეკორდის დამყარებასაც ის ეცდება.
ამჯერად ნუბლის პროექტ „ბლადჰაუნდის“ მიზანი კონკრეტულია
- მათ უბრალოდ ძველი რეკორდის გაუმჯობესება კი არა, 1 000 მლ/სთ (1 609 კმ/სთ)
ზღვარის გადალახვა სურთ. ამ მიზნის მიღწევაში, „ბლადჰაუნდ SSC-ს“ 135 000 ცხენის
ძალის ექვივალენტური სიმძლავრე დაეხმარება. შედარებისთვის, „თრასტ SSC-ის“
სიმძლავრე 110 000 ცხენის ძალაა.
ვიდეო
No comments:
Post a Comment