Davit Kajaia elated with first career outright
pole position
19 სექტემბერი
ბელგიის ტრეკ ცოლდერზე, ტურინგის კლასში ევროპული
თასის (ETCC) ბოლოსწინა, მეხუთე ეტაპი ამ უქმეებზე გაიმართება. დღეს
საკვალიფიკაციო რბოლა ჩატარდა, რომელზეც ყველა კლასში საუკეთესო შედეგი, „ტიმ
ენგსტლერის“ ქართველ მრბოლ დავით ქაჯაიას ჰქონდა. ქართველმა წრე წუთსა და 41.507
წამშ გაიარა და თავის გუნდს, აბსოლუტურ კლასში, ამ სეზონში პირველი პოულ პოზიცია
მოუპოვა.
ისევ და ისევ, დათამ ეს მინი გამარჯვებაც, მის „ბეემვე
320 TC-ზე“ (კლასი TC2T) გაცილებით სწრაფი „სეატებით“ მოასპარეზე მეტოქეებთან
პაექრობაში მოიპოვა. მართალია, ამაში ხელი წვიმამაც შეუწყო, რომლის გამოც, მის მიერ
ნაჩვენები დროის გაუმჯობესება ვერავინ შეძო, თუმცა სანამ გაწვიმდებოდა, მაშინაც მისი
ჯობნა ვერავინ შეძლო.
დათას თავის კლასში, ამ სეზონის წინა ოთხი ეტაპის
რვავე რბოლა მოგებული აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ენა პერგუზას (იტალია,
სიცილია) ეტაპზე, პილოტები ორმაგ ქულებს მიიღებენ, ცოლდერშივე შეუძლია ევროპის
ჩემპიონის ტიტულის განაღდება.
„ძალიან მიხარია. ჩემი მანქანა ძალიან კარგ
მდგომარეობაში იყო. გუნდმა შესანიშნავად იმუშავა და ავტომობილი საუკეთესოდ
დააბალანსა. ეს ტრეკი ძალიან მომწონს და ვფიქრობ, უფრო სწრაფიც შეიძლებოდა
ვყოფილიყავი, მაგრამ პირველ წრეზე შეცდომა დავუშვი და დამუხრუჭების ადგილს გავცდი.
თუმცა ჩემი პირველი პოულ პოზიციით კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა ქაჯაიამ.
კვირას ცოლდერის ეტაპის ორი რბოლა გაიმართება.
No comments:
Post a Comment