Fastest Monza Lap In F1 History: On Board With
Juan Pablo Montoya
19 სექტემბერი
2004 წელს, მონცა, წინასაკვალიფიკაციო რბოლა. „ბეემვეს“
ატმოსფერული V10 ძრავით აღჭურვილი „უილიამს FW26“ ტრასაზე. საჭესთან კოლუმბიელი
ხუან პაბლო მონტოიაა, რომელმაც ამ უსწრაფესი ტრეკის ერთი წრე, ფ-სთვის არანორმალურად
მაღალი საშუალო სიჩქარით, 262.949 კმ/სთ-ით გაიარა.
მაშინ ეს შეიძლება ბევრს (მათ შორის, ფრენკ
უილიამსსაც) არც გაჰკვირვებია, რადგან იმ დროს, ბევრი პილოტი და მანქანა, ამ
ზღვართან ახლოს იყო. ახლა კი ამ ყველაფერს სულ სხვაგვარად ვუყურებთ. მაშინდელი
ძრავების ხმებიც მოგვენატრა, რომლებიც თანამედროვე ჰიბრიდული აგრეგატების, ბოყინისებრმა
ხმაურმა შეცვალა. თუმცა ფ1 მაინც ძველებურად იზიდავს მაყურებელს. სიჩქარე კვლავ
ზევით მიდის და შესაძლოა, მალე მონტოიას მიერ მონცაზე ნაჩვენები სიჩქარე, ისევ ჩვეულებრივ
საქმედ იქცეს...
ჰო, მართლა, მონტომ ის წრე 1:19.525-ში გაიარა.
შედარებისთვის, იტალიის წლევანდელი დიდი პრიზის პოულის მფლობელ ლუის ჰამილტონის
დრო, 1:23.397 იყო. რა თქმა უნდა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ტრასის
კონფიგურაციაც შეცვლილია. და ეს მონტოიას რეკორდს კიდევ უფრო მიუწვდომელს ხდის...
ვიდეო
No comments:
Post a Comment