2015 Ford Edge nabs Top Safety Pick award in IIHS
crash test
28 სექტემბერი
ამერიკის გზებზე უსაფრთხოების დაზღვევის ინსტიტუტმა(
IIHS), განახლებული „ფორდ ეჯის“ შეჯახების ტესტები ჩაატარა, რომელთა შემდეგაც, ავტომობილმა
მაღალი შეფასება „ტოპ სეიფტი პიკ“ დაიმსახურა. 5 ტესტიდან, ოთხში „ეჯმა“ შეფასება „კარგი“
მიიღო, ერთ ტესტში კი, რომელიც წინიდან მცირე კუთხით შეჯახებას ითვალისწინებს -
დამაკმაყოფილებელი. საშუალო ზომის უგზოობის ავტომობილის საბაზო ოპციურ აღჭურვილობაში,
წინდან შეჯახების პრევენციის სისტემა შედის, რაც ასევე აისახა დადებით შეფასებაში.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ინსტიტუტმა „ფორდ
ეჯს“ წინიდან მცირე კუთხით შეჯახების ქრეშ ტესტი ჩაუტარა. ისევე როგორც წინ ტესტის
შემდეგ, ამჯერადაც ამ ავტომობილმა კარგი შეფასება მიიღო გვერდიდან და წინიდან საშუალო
კუთხით შეჯახებისას მგზავრთა დაცვის ტესტისას, ასევე სახურავის გამძლეობასა და
სავარძლის საკისრეების შეფასებისას.
მცირე კუთხით წინდან შეჯახებისას, სალონის
სიმტკიცის გასაძლიერებლად, ავტომობილის იმ ნაწილს, რომელზეც წინა კარები მაგრდება,
ახალი სტრუქტურა დაემატა. ასეთი ტესტისას, კარგადაა დაცული მძღოლის მხარე, სადაც კარის
ზედა საკიდის სიმაღლეზე, დეფორმაციის მაქსიმალური სიღრმე 5 დუიმს (დაახლოებით 12.5
სანტიმეტრი) აღწევს.
მანეკენზე
ექსპერიმენტების ჩატარებისას, მისი კარგი დაცულობა გამოვლინდა. ექსტრემალურ
სიტუაციაში, მისი მოძრაობა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული, რაც ტრავმის მიღების
ალბათობას ამცირებს. თავები მაქსიმალურად არის დაცული წინ და გვერდითა
აირბალიშებით და აირფარდებით. თუმცა უსაფრთხოების ღვედები, მძღოლის და წინა
მგზავრის თავებს და მხრებს, საკმარისზე მეტად გადაადგილების საშუალებას აძლევს.
ამის მიუხედავად, მანეკენის ტესტებმა, საკმარისზე უკეთესი დაცულობა გამოავლინა.
შეფასება „ტოპ სეიფტი პიკის“ მისაღებად, ავტომობილმა
კარგი შედეგები უნდა აჩვენოს საშუალო კუთხით შეჯახების, გვერდთა შეჯახების, ასევე
სახურავის სიმტკიცისა და საკისრეების ტესტებზე. ამასთან, კარგი ან
დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს მცირე კუთხით შეჯახების ტესტების შედეგები. შეფასება „ტოპ
სეიფტი პიკ+ის“ მისაღებად კი საჭიროა, რომ წინიდან ყველანაირი შეჯახების ტესტებზე საუკეთესო
შედეგების ჩვენებაა საჭირო. „ფორდ ეჯმა“ „პლუს“ შეფასება იმ მარტივი მიზეზის გამო
არ მიიღო, რომ მისი შეჯახების პრევენციის სისტემა, არ მოიცავს ავტომატური დამუხრუჭების
ფუნქციას.
ინსტიტუტი შეფასება „ტოპ სეიფტი პიკის“ გამკაცრებას
აპირებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ასეთი შეფასებისთვის, მცირე კუთხით შეჯახების
ტესტებში, კარგი შეფასების მიღება იქნება აუცილებელი.
No comments:
Post a Comment