დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, September 29, 2015

გროჟანი „ჰაასში“ გადავიდა

Grosjean becomes first Haas F1 driver
29 სექტემბერი
მარცხნიდან: გიუნტერ შტაინერი, რომენ გროჟანი და ჟენე ჰაასი
რომენ გროჟანმა კონტრაქტი გააფორმა ფორმულა 1-ის ახალ გუნდ „ჰაასთან“, რომელიც მომავალი სეზონიდან ჩაერთვება მსოფლიო ჩემპიონატში. ეს ამერიკული გუნდის პირველი პილოტია, რასთან დაკავშირებითაც, მისმა მფლობელმა ჟენე ჰაასმა, ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე, თავისი გუნდის ბაზაზე გამართულ სპეციალურ პრესკონფერენცაზე გამოაცხადა. პრესკონფერენციას გროჟანი და გუნდის შეფი გიუნტერ შტაინერიც დაესწრნენ.
გროჟანმა „ლოტუსის“ დატოვება იმის გამო გადაწყვიტა, რომ ამ გუნდის მომავალი, კარგა ხანს გაურკვეველი იყო. უფრო მეტიც, იაპონიის დიდი პრიზის წინ, მას გაკოტრების საფრთხეც დაემუქრა. თუმცა, სუზუკას რბოლის შემდეგ, „ლოტუსმა“ წინასწარი კონტრაქტი გააფორმა „რენოსთან“, რომლის სახელითაც, მომავალი სეზონიდან გააგრძელებს ასპარეზობას.
გროჟანი 29 წლისაა. მიმდინარე სეზონში მას მე-9 ადგილი უკავია. გროჟანმა ერთხელ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა (ბელგიაში), სულ კი კარიერაში კვარცხლბეკზე 10-ჯერ მდგარა. ის თვლის, რომ „ჰაასთან“ ერთად, წინსვლის უკეთესი შანსი აქვს. თუმცა ამბობს, რომ ენსტოუნიდან წასვლაც უჭირს, რადგან იქ ათი წელი გაატარა და გუნდის ყველა წევრთან კარგი ურთიერთობა აქვს.
„ენსტოუნში ათი წელი გავატარე, აქ ყველას ძალიან კარგად ვიცნობ და ამიტომ, ჩემთვის ადვილი იქნებოდა აქ დარჩენა. მაგრამ ჩემი მიზანი რბოლების, ჩემპიონატების მოგებაა. და ვგრძნობ, რომ „ჰაასში“ მოსვლით, სწორი მიმართულებით გადავდგი ნაბიჯი“, - ამბობს ფრანგი პილოტი, ვინც ფ1-ში „ლოტუსთან“ ერთად, 2012 წლიდან ასპარეზობს.
ჰაასს ჯერ მეორე პილოტის ვინაობა არ დაუსახელებია. გავრცელებული ინფორმაციით, გროჟანის თანგუნდელობის რეალური შანსი, „ფერარის“ მექსიკელ ტესტ პილოტ ესტებან გუტიერესს აქვს.

No comments:

Post a Comment