Jaguar r&d chief shuns driverless cars; says customers aren't
'cargo'
8 ივლისი
„იაგუარ ლენდ როვერის“ კვლევისა და განვითარების
შეფი ვოლფგანგ ეპლე ამბობს, რომ მისი კომპანია არასდროს გამოუშვებს უპილოტო
ავტომობილებს: „ჩვენ მომხმარებლებს ტვირთად არ განვიხილავთ. ჩვენ არ გვინდა
რობოტების შექმნა, რომლებიც ტვირთს A-დან B პუნქტში გადაიტანს“, - „იაგუარ ლენდ როვერის“
კვლევისა და განვითარების ცენტრში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განცხადა ეპლემ.
იმავდროულად, მანვე აღიარა, რომ მისი კომპანია
ამუშავებს ისეთ სისტემებს, რომლებითაც ავტომობილის შორიდან მართვა არის
შესაძლებელი (ფოტოზე). ამისათვის კი მძღოლი მხოლოდ სმარტფონს გამოიყენებს,
რომელშიც წინასწარ ჩაიტვირთება შესაბამისი აპლიკაცია. ასეთი სისტემების საცდელი
პროტოტიპები უკვე შექმნილია და ტესტირებასაც გადის.ეპლე სწორედ ასეთი სისტემების დანერგვას ემხრობა, რომლებიც მძღოლებს საქმეს გაუადვილებენ და არა მათ მოვალეობას შეასრულებენ. ასეთია პარკირების სისტემა, რომელიც მჭიდრო ადგილზე ავტომობილის დაყენებაში დაგეხმარებათ ისე, რომ მასში ყოფნა და უშუალოდ საჭის ტრიალი საჭირო არ იქნება. ეპლემ ჟურნალისტებს უჩვენა „რეინჯ როვერი“, რომელსაც ძალიან რთული რელიეფის გადალახვა შეუძლია ისე, რომ მძღოლი მას სმარტფონით მართავს. ორივე ნახსენებ სისტემას „ლენდ როვერი“ სერიულ ავტომობილებზე 2020 წლამდე დანერგავს.
ეპლე არ ეთანხმება „ტესლას“ მთავარ აღმასრულებელ ელონ
მასკს, რომელმაც თქვა, რომ მომავალში კანონით ავტომობილის მძღოლის მიერ მართვა უნდა
აიკრძალოს... „არ მგონია, რომ ასეთ აკრძალვას შემოიღებენ. საქმე ისაა, რომ კანონმდებლებიც
ადამიანები არიან“, - გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას ამბობს ეპლე
და ასეთ ისტორიას ჰყვება: „იაპონიაში არის კომპანია, რომელიც ისეთ კომპიუტერს
ამზადებს, რომელიც ლაპარაკობს, სხვების საუბარს აღიქვამს და დასკვნებსაც აკეთებს.
მაგრამ ასეთი ჭკვიანი მანქანებიც კი ვერ შეძლებენ კანონების შემუშავებას“.
ის დასძენს: „ადამიანს სურს, რომ მართვით ემოციები
მიიღოს, ავტონომიურ მართვას კი ემოციის გამოწვევა არ შეუძლია. და რაც ასევე მნიშვნელოვანია,
ავტონომიური მართვის მოწყობილობა არ აგროვებს გამოცდილებას და შესაბამისად, არ
უმჯობესდება მისი კვალიფიკაცია“.
No comments:
Post a Comment