Ron Dennis insists Jenson Button will stay at
McLaren for 2016
8 ივლისი
„მაკლარენის“ შეფი რონ დენისი ამბობს, რომ არ
აპირებს გუნდიდან ჯენსონ ბატონის გაშვებასა, რომელსაც უოკინგელებთან ორწლიანი
კონტრაქტი აქვს გაფორმებული. არადა, გასული სეზონის მიწურულს, მის შენარჩუნებაზე
ბევრი იფიქრა. დენისმა ეს განცხადება სილვერსტოუნზე, მისი გუნდისთვის მორიგი წარუმატებელი
რბოლის შემდეგ გააკეთა.
„ჯენსონ ბატონს „მაკლარენთან“ ორწლიანი კონტრაქტი
აქვს და მინიმუმ, მის დასრულებამდე აქ დარჩება. ისე კი, ამ ეტაპზე პილოტებზე არც
ვფიქრობთ. ჩვენ სულ სხვა პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი“, - „სკაი სპორტს ფ1-თან“
საუბრისას ამბობს დენისი.
„მაკლარენისთვის“ მთავარი პრობლემა ამჟამად „ჰონდას“
ძრავია, რომელიც არც სიმძლავრით გამოირჩევა და იმავდროულად, გამძლეც არაა. სწორედ
ესაა იმის მიზეზი, რომ ბატონს და ფერნანდო ალონსოს, რომლების ანგარიშზეც ჯამში
ფ1-ის სამი ტიტულია, მხოლოდ ხუთი ქულა აქვთ მოგროვებული. ამის მიუხედავად, დენისი
ამბობს, რომ ორივე მაქსიმალურად იხარჯება და საშინელი სეზონის მიუხედავად, არც წუწუნებენ.
„ჩვენი გამოწვევა, „ჰონდასგან“ მოდის. ისინი ძრავის
საიმედობის მიღწევაზე წვალობენ და ვერც სასურველ სიმძლავრეს აღწევენ. „ჰონდას“ უზარმაზარი
რესურსი აქვს და მას იყენებს კიდეც. ჩვენ მათთან მუდმივი დისკუსიები გვაქვს, რაც არ
მოსწონთ. მტკივნეულია? რა თქმა უნდა. მაგრამ უნდა ატკინო, რათა მეტი მოტივაცია გაუღვიძო.
ეს დიდი გამოწვევაა, რადგან ისეთი კომპანიის მხარდაჭერის გარეშე, როგორიც „ჰონდაა“,
მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლებელია. ამიტომ, ეს ტკივილიანი პერიოდი უნდა
გავიაროთ, რათა იმას მივაღწიოთ, რისთვისაც აქ ვართ“, - ამბობს დენისი.
ის დასძენს, რომ აეროდინამიკის მხრივ, „მაკლარენის“
მანქანა ერთ-ერთი საუკეთესოა ფ1-ში. პილოტებმა ეს იციან, მაგრამ ამის მიუხედავად, მათს
ოპტიმიზმს საზღვარი არ აქვს, რაც დასაფასებელია: „ორივესთან ძალიან ადვილი იქნებოდა,
თუ მუდმივად „მაკლარენის“ კრიტიკაში იქნებოდნენ. მაგრამ ასე არ ხდება. ისინი მართავენ
მანქანას, რომელზეც იციან, რომ ძალიან სწრაფია მოსახვევებში. შეიძლება არა იმდენად
სწრაფი, რამდენადაც „მერსედესი“, მაგრამ ძალიან სწრაფია. ეს ყველამ იცის. ყველას
აქვს მონცემები, რომლების მიხედვითაც შეიძლება თქმა, თუ სად ვართ სწრაფები და სად
- ნელი. მჯერა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლებთ წინ წაწევას. გვინდა გვჯეროდეს, ჩვენი
პარტნიორების „ჰონდადან“. თუ ისინი დაპირებას შეგვისრულებენ, გაცილებით კონკურენტუნარიანები
გავხდებით“.
No comments:
Post a Comment